მთავარისიახლეებისაზოგადოებაცხინვალში ფიქრობენ, რომ სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებისკენ მოწოდებაც კი...

ცხინვალში ფიქრობენ, რომ სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებისკენ მოწოდებაც კი დასჯადი უნდა გახდეს

Published on

ცხინვალში გამომავალი გაზეთი ,,რესპუბლიკა“ სარედაქციო წერილს უძღვნის რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს 26 აგვისტოს.

,,ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ ჩავთვლით, რომ ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღარაფერი ემუქრება და რომ ოდესმე, შორეულ პერსპექტივაში კვლავ არ დადგება დღეს არსებული გეოპოლიტიკური რეალიების შეცვლის საკითხი. – ნათქვამია სტატიაში–ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ სამართლებრივი  საფუძველი იმისა, რომ  გამოირიცხოს საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის შეცვლის ნებისმიერი მცდელობაც კი. მსოფლიოში არის ამის შესანიშნავი პრეცედენტი, როცა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ებრაელთა გენოციდის – ხოლოკოსტის– ფაქტის მარტოდენ უარყოფაც კი სისხლის სამართლის დანაშაულად იყო გამოცხადებული და კანონით ისჯებოდა. ჩვენს შემთხვევაშიც აუცილებელია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილ იქნას დებულება, რომელიც გაითვალისწინებს  სისხლის სამართლის პასუხიმგებლობას საქართველოს შემადგენლობაში ნებისმიერი ფორმით შესვლისკენ მოწოდებისთვისაც კი.  ამით სამომავლოდ მივიღებდით კიდევ ერთ გარანტიას იმისა, რომ ჩვენი რესპუბლიკის სტატუსის შეცვლა გამორიცხული იქნება. ამ საქმეში ვისურვებდით დასაყრდენს არა მხოლოდ ჩვენი დეპუტატების, არამედ რესპუბლიკის ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან.

დღეს, შესაძლოა, ბოლომდე არ გვქონდეს გაცნობიერებული, რის ფასად მიაღწია ოსმა ხალხმა თავისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ჩვენ მეთოთხმეტე საუკუნიდან განვლილ დროში პირველად მივიღეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღორძინების შესაძლებლობა  და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ ამ შანსს, როგორი იქნება ჩვენი მომავალი. და  თუ ამ შანსს ვერ გამოვიყენებთ, გადარჩენის ერთადერთ გზად  რუსეთის შემადგენლობაში შესვლა დაგვრჩება.

მაგრამ რად იქცევა ამ შემთხვევაში ჩვენთვის 26 მაისი? ხომ არ შეგვახსენებს ეს დღე, რომ ვერ შევძელით რეალიზება ისტორიის მიერ მორთმეული შანსისა  სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა გვექცია თანასწორუფლებიან და აყვავებულ ქვეყნად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობაში?- წერს ავტორი. 

წყარო:eadaily.com.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...