მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმი დაიტბორა. სტიქია ძლიერდება

ბათუმი დაიტბორა. სტიქია ძლიერდება

Published on

ბათუმიდან გავრცელებული ინფორმაციით, ზღვაზე   ოთხბალიანი შტორმია, რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ და დატბორა ქალაქის დიდი ნაწილი, მათ შორის რკინიგზის სადგური და მიმდებარე ტერიტორია, რის გამოც მგზავრები კარგა ხანს ვერ გადმოვიდნენ თბილისიდან ჩასული მატარებლიდან.  

ქალაქში გაითიშა ელექტროენერგია. მძიმე ვითარებაა  ჭაობის დასახლებაში, დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი,  განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა.დატბორილია სანაპირო ზოლში მდებარე ობიექტების ერთი ნაწილი. მათ შორის წყლით გაივსო საცხოვრებელი სახლის ,,მაგნოლიას'' ეზო და პირველი სართული, სადაც კომერციული ფართებია განთავსებული.  წყალი შეუვარდა ქალაქის სხვა უბნებში მცხოვრებლებსაც და რამდენიმე ოჯახს  საფრთხე შეუქმნა, მათი გამოყვანა საშიში ზონიდან მხოლოდ მაშველების ჩარევით მოხერხდა.  ადგილობრივ სამაშველო სამსახურებს თბილისიდან ჩასული ბრიგადებიც ეხმარებიან. 

ბათუმის მერიამ დღეს საღამოს  ქალაქში შექმნილ ვითარებაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„დღეს შეგვექმნა რთული მდგომარეობა, დღის ბოლოს ნალექის რაოდენობა უხვი მოცულობით მოვიდა, ხახული მეჯინის წყალი ამ ეტაპზე უკვე 80 პროცენტით იქნა გაწმენდილი. მიუხედავათ 4 ბალიანი შტორმისა ხახულის, მეჯინის, ჟილინის და ე.წ. არდაგანის არხები ყველა მოქმედია და გახსნილი, არხების გადინებით პრობლემა არ დგას მაგრამ არხები ვერ ღებულობს უხვი რაოდენობით ნალექს.

ძირითადი პრობლემა არის ჭავჭავაძე და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ჭაობის დასახლების მიმართულებით, ეს არის მაიაკოვსკის ქუჩის ბოლო მანთაშევის გადასავლელამდე,

სისტემატურად ვღებულობთ ადმინისტრაციული ერთულებიდან უბნებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველოს და საგანგებო სამსახურები საპატრულო პოლიციასთან ერთად ვმუშაობთ, სამწუხაროდ ელექტრო ენერგიის გათიშვაც ფიქსირდება ქალაქში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობს შეუფერხებლად.დავიწყებთ ყველგან ამოტუმბვით სამუშაოებს. ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკა, რაც გაგვაჩნია, ამ ეტაპზე საკმარისია. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ეკიპაჟებიც ჩამოვლენ. ძირითადი პრობლება ჭაობის დასახლებაშია სადაც ახლა კეთდება სანიაღვრე სარეაბილიტაციო სამუშაოები.“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების გაკეთების შემდეგ, ღამის 11 საათისთვის  სტიქია გაძლიერდა და სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა.

სიახლეები

მტკვარში მანქანით გადავარდნილ ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

“თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში...

შეჯახების შედეგად დაზიანებული მოზარდებიდან ერთი ხელოვნურ კომაშია, მეორეს თავზე ოპერაციას უტარებენ

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სამი მოზარდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელმაც თავის...

“არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ” – ნიკა გვარამია

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიაე არგამოცხადების...

“ოცნების” პარლამენტი MEGOBARI აქტს “უაღრესად მტრულ აქტად” აფასებს

"ოცნების" პარლამენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ MEGOBAR აქტს "უაღრესად მტრულ აქტად" აფასებს. ამის...