მთავარისიახლეებიეკონომიკალარი გაუფასურებას ისევ განაგრძობს

ლარი გაუფასურებას ისევ განაგრძობს

Published on

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა ლართან მიმართებაში 2,39 ლარს მიაღწია. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2,36 – 2,39 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გასაყიდი ფასი 2,35 – 2,36 ლარში მერყეობს. ვალუტის გადამცვლელები ამბობენ, რომ მუშაობა პრაქტიკულად არ აქვთ, რადგან, მათი აზრით, მოსახლეობა ვალუტის გადაცვლისგან თავს იკავებს. არსებული ინფორმაციით, ბაზარზე ამერიკული დოლარის დეფიციტიცაა. რაც შეეხება ევროს, სავალუტო ჯიხურებში ერთი ევროს ყიდვა 2,73 – 2,75 ლარად არის შესაძლებელი. გასაყიდ ფასს რაც შეეხება, ის 2,69 ლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 2,33 ლარს, ევროსთან მიმართებაში კი 2.63 ლარს შეადგენს. ახალი ოფიციალური კურსი დღის ბოლოსთვის  დადგინდება.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...