მთავარისიახლეებისაზოგადოებაგათხრები გრაკლიანზე არ შეწყვეტილა

გათხრები გრაკლიანზე არ შეწყვეტილა

Published on

არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, გრაკლიანის გორაზე მიმდინარე არქეოლოგიური  ექსპედიციის ხელმძღვანელი პროფესორი ვახტანგ ლიჩელი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც აქ 2700 წლის წინანდელი წარწერა იქნა ნაპოვნი, არქეოლოგიური კვლევები  21 აგვისტოდან უსახსრობის გამო შეწყდა. 

 მისი განმარტებით,  გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური კვლევებიკვლავასც  მიმდინარეობს. რაც შეეხება კონსერვაციას, საუბარი საუბარია არა სამუშაოების შეწყვეტაზე, არამედ იმაზე, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური დახმარებით სამომავლოდ იგეგმება ტერიტორიის კონსერვაცია და გრაკლიანის გორაზე ღია არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ცოტახნის წინ გრაკლიანზე ახალი არტეფაქტი აღმოაჩინა, რომელიც მეცნიერთა აზრით, შეცვლის არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპს. უნიკალური წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოშიანალოგი არა აქვს“ – აცხადებენ თსუ-ში. 

 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...