მთავარისიახლეებისაზოგადოებატურისტთა ნაკადის შემცირებას კომპანიები ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ

ტურისტთა ნაკადის შემცირებას კომპანიები ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს  საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით წელს ტურისტების რაოდენობა 9,5%-ით გაიზარდა, ივლისში ქვეყნის საზღვარი 737 696 უცხოელმა მოქალაქემ გადმოკვეთა. ტურისტები ძირითადად თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთსა და უკრაინიდან შემოვიდნენ.

განსხვავებულ სტატისტიკაზე საუბრობენ ტურისტული კომპანიები, რომლებიც უცხოელ ტურისტებს სხვადასხვა რეგიონებში ტურისტულ მარშუტებს სთავაზობენ.მათი მტკიცებით, წინა წელთან შედარებით შიდა ტურების გაყიდვები საგრძნობლად შემცირებულია, რასაც ტურისტთა ნაკადის შემცირებით ხსნიან, გაყიდვები, საკვებ ობიექტებთან ერთად, სუვენირების მაღაზიებშიც მკვეთრად შემცირებულია.

უცხოელი სტუმრების სიმცირეს უჩივიან მაღალი კლასის სასტუმროებიც. ისინი ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით ტურისტთა ნაკადი საგრძნობლად შემცირებულია. ვიზიტორების მხრიდან მოთხოვნა მხოლოდ დაბალ კლასის ნომრებზეა.

ქვეყანაში ტურისტთა ნაკადის შემცირებას კომპანიები ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ

სიახლეები

ტუსკი- რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა. "ეს...

პოლონეთი აცხადებს,რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული დრონების უპრეცედენტო რაოდენობამ დაარღვია

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული დრონების უპრეცედენტო რაოდენობამ...

შსს: ამოღებულია 1 კგ-მდე „მეთადონი“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

გიორგი კინოიანის მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები სომხეთის საელჩოსთან იკრიბებიან

სამოქალაქო აქტივისტები და ერევანში დაკავებული, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისის გიორგი კინოიანის ახლობლები დღეს, 10...