სტიქია კახეთში

Published on

წუხელ ამოვარდნილმა ქარიშხალმა,  წვიმამ და ძლიერმა სეტყვამ მოსავალი გაუნადგურა ლაგოდეხისა და ყვარლის რამდენიმე სოფლის   მოსახლეობას.განსაკუთრებით დაზარალდა სოფლები ბოლქვი, გიორგეთი, სადაც, ადგილობრივების თქმით, დაისეტყვა და წყალმა წალეკა მოსავლის 90 %.

 დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე კი ერთ-ერთ სახლს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რიგ სოფლებში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობა დენის გარეშე დარჩა.  . მოსახლეობას არ მიეწოდება გაზიც.

სტიქიის ზონებში საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ადგილზე ბრიგადების ჩასვლა თბილისიდანაც გახდა საჭირო. დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ძლიერმა ქარმა  ლაგოხედი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ხეები წააქცია, რის გამოც საავტომობილო მიმოსვლა შეფერხდა.მოსახლეობა ამბობს, რომ ასეთი სეტყვა რეგიონში წლებია, არ ყოფილა. 

სიახლეები

ტუსკი- რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა. "ეს...

პოლონეთი აცხადებს,რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული დრონების უპრეცედენტო რაოდენობამ დაარღვია

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული დრონების უპრეცედენტო რაოდენობამ...

შსს: ამოღებულია 1 კგ-მდე „მეთადონი“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

გიორგი კინოიანის მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები სომხეთის საელჩოსთან იკრიბებიან

სამოქალაქო აქტივისტები და ერევანში დაკავებული, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისის გიორგი კინოიანის ახლობლები დღეს, 10...