მთავარისიახლეებისაზოგადოებაავტოსაგზაო შემთხვევას ჭითაწყარში საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია

ავტოსაგზაო შემთხვევას ჭითაწყარში საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია

Published on

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  “სოკარის”  ბენზინგასამართ სადგურთან  ერთმანეთს შეეჯახა ორი მიკროავტობუსი, რომელიც ურთიერთსაპირისპირო  მიმართულებით მოძრაობდა.

არიან დაშავებულები, რომელთა გადაყვანა ზუგდიდის რეფერალურ სავადმყოფოში დროულად მოხდა. ექიმების თქმით, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო– სამშველო ბრიგადა, ვინაიდან ერთ-ერთ მანქანაში დამონატებული  გაზის აპარატურის  აალების საშიშროება არსებობდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...