მთავარისიახლეებისაზოგადოებააჭარა – სამეგრელოს ტყეებს ალურა უტევს

აჭარა – სამეგრელოს ტყეებს ალურა უტევს

Published on

აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში მავნებლების მასობრივი გავრცელება ხდება, რაც ბზის ხეების სწრაფი ხმობას იწვევს. 
ინფორმაციას ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს. 
CENN -ში მიაჩნიათ, რომ შექმნილი სიტუაცია სცილდება როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ მასშტაბებს და მოითხოვს რეაგირებას ეროვნულ დონეზე
"ბოლო დღეებში აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში შეიქმნა საგანგებო სიტუაცია მცენარეთა დაცვის კუთხით, რაც დაკავშირებულია საშიში მავნებლის, ბზის ალურას (პეპლების რაზმი Crambidae-ის ოჯახიდან) მასობრივი გავრცელებით და ბზის ხეების სწრაფი ხმობით მწვანე ზოლებსა და კერძო ნაკვეთებში. 
მავნებლები იკვებებიან როგორც ბზის ფოთლებით, ასევე ყლორტებიდან წოვენ მცენარის წვენს. მათ შეუძლიათ გაანადგურონ მრავალწლიანი მცენარეები ძალიან მცირე დროში. მავნებლის განსახლების შემდეგ ბზა თითქოს დამწვარია. სპეციალისტების განცხადებით, აფეთქების პერიოდში ალურას 1 დღეღამეში 1 ჰექტარი ტერიტორიის სრული განადგურება შეუძლია. 
აჭარის სატყეო სააგენტოს განცხადებით, მავნებლების გავრცელება უკვე შეინიშნება ხეხილზეც. ალურა ასევე დაფიქსირებულია სატყეო ფართოებებზეც", -ნათქვამია განცხადებაში.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ორშაბათს, 24 აგვისტოს, 15:00 საათზე, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში დანიშნულია საგანგებო თათბირი, რომელზეც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობაა მოწვეული. თათბირის მიზანია, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმის განსაზღვრა და კოორდინირებული ზომების მიღება.
"მცენარეთა დაცვის სამსახურმა გასულ წელს გაავრცელა რეკომენდაციები მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებაზე და ცალკეულ შემთხვევებში, მუნიციპალური სამსახურებისა და კერძო პირების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა მოკლევადიანი ეფექტიც გამოიღო. თუმცა, არაორგანიზებული და ფრაგმენტული სახის ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი სიტუაციის დარეგულირებისთვის და მავნებლის გავრცელებამ კატასტროფული ხასიათი მიიღო. 
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN) მიაჩნიათ, რომ შექმნილი სიტუაცია სცილდება როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ მასშტაბებს და მოითხოვს რეაგირებას ეროვნულ დონეზე – სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. საჭიროა სპეციალური რეჟიმის ამოქმედება, რათა შესაბამისმა სამსახურებმა ისარგებლონ გამარტივებული პროცედურებით შესაწამლი პრეპარატების შესყიდვისა და გამოყენებისას. გეგმის შემუშვება უნდა მოხდეს სპეციალისტებთან კონსულტაციით, ხოლო მისი განხორციელების პროცესში საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ჩაერთოს", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...