მთავარისიახლეებიკონფლიქტებირაულ ხაჯიმბა: ომში გამარჯვებულები დღეს მზად ვართ ქედის მოხრით მივეახლოთ მტერს"

რაულ ხაჯიმბა: ომში გამარჯვებულები დღეს მზად ვართ ქედის მოხრით მივეახლოთ მტერს”

Published on

”უკანასკნელ დღეებში საზოგადოება აქტიურად მსჯელობს აფხაზეთის მოქალაქეთა ჯგუფის თბილისში მგზავრობაზე. უპირველეს ყოვლისა უნდა  აღინიშნოს, რომ ისინი იქ არავის გაუგზავნია,”- განაცხადა რაულ ხაჯიმბამ 19 აგვისტოს ტყვარჩელის რაიონში გამართულ შეხვედრაზე.

ცნობას ამის შესახებ Sputnik-Абхазияავრცელებს.

"ეს გვიჩვენებს, თუ რამდენი რამ დავკარგეთ უკანასკნელ წლებში – ჩვენ,   ომში გამარჯვებულები, დღეს მზად ვართ  ქედის მოხრით მივეახლოთ მტერს" -მისი თქმით ამ საკითხის შესწავლით სახელმწიფო უშიშროების სამსახურია დაკავებული.

”ორი მათგანი იქ იმის გამო წავიდა, რომ ბავშვები ჰყავთ ავად დ არამდენიმე ხანი იქ გაატარეს. ხოლო მათ საკითხს, ვინც შემდეგ ჩავიდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს და  ყველა კითხვას  გაეცემა პასუხი,”- განაცხადა ხაჯიმბამ.

რაულ ხაჯიმბამ საქართველოდან აფხაზეთში პროდუქციის შეტანაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სახელმწიფოს მხრიდან უნდა კონტროლდებოდეს.

”ჩვენი ქ მარტო სამკურნალოდ როდი დავივართ, ჩვენთან აქტიურად ვითარდება ბიზნესიც და საზღვარზე გადმოტანილი საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველოდან შემოდის. ეს ან უნდა აღვკვეთოთ., ან ისე  დავაყენოთ საკითხი, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდებოდეს”- აღნიშნახაჯიმბამ.

 

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...