ანაკლიის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი – დასრულდა ანაკლიის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდა სატუმბი სადგური, რეზერვუარი და ჭაბურღილები , ასევე მოეწყო გადამცემი მაგისტრალური მილსადენი.
დასრულებული სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელმა ქეით ჯულიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.