მთავარისიახლეებისაზოგადოებასაჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება

საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება

Published on

საქართველოს საჯარო სკოლებში, ქვეყნის მასშტაბით სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ. ლია გიგაურის ინფორმაციით, 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილში შევიდა გარკვეული ცვლილებები. მათ შორის კერძო სკოლებისთვის სასწავლო კვირების მინიმალური რაოდენობა 34 კვირით განისაზღვრა. კერძო სკოლები თუ სწავლას გვიან დაიწყებენ სასწავლო წლის დამთავრება მათ საკმაოდ გვიან მოუწევთ. 
დღეის მდგომარეობით, საჯარო და კერძო სკოლებში სულ დარეგისტრირებულია 46 660 მოსწავლე. განათლების სამინისტროს 820-მა მშობელმა მიმართა, რომელთაც შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, ანუ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს პერიოდი გამორჩათ, ამიტომ 1 და 2 სექტემბერი პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა. 

სიახლეები

ვარკეთილში კაცი მოკლეს, დაჭრილია მისი მამა და კიდევ ორი პირი

თბილისში, მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მოკლეს. დაჭრილია მოკლულის მამა და კიდევ ორი პირი. შინაგან...

“ბიზნესი ეგაა, რომელიც დგას დღეს რუსთაველზე, ხმამაღლა აფიქსირებს ანტირუსულ პოზიციას და ეხმარება დალეწილ და დაჩაგრულ ხალხს” -ჯაფარიძე

"ფულის კეთების ყველა გზა ბიზნესი არაა, ასევე, ყველა ვინც ფულს აკეთებს, ბიზნესმენი არაა. ამ...

სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვცნობ მკვლელობაში -ბექა ჯაიანი

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაინი პატიმრობაში დატოვა. სხდომას ესწრებოდა...

“დღის სატელევიზიო ეთერი უნდა დაეთმოს სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილმებს” – პირველი არხის თანამშრომლების ნაწილის განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შენობის წინ პრესკონფერენცია გამართა. ისინი ითხოვენ,...