მთავარისიახლეებისპორტიმერაბ ჟორდანია: "ვაპირებ სფფ -ის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებას“

მერაბ ჟორდანია: “ვაპირებ სფფ -ის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებას“

Published on

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში. აღნიშნულზე ჟორდანიამ გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძეს და გურიის ფეხბურთის სამხარეო ფედერაციის პრეზიდენტს კახა ებრალიძეს შეხვდა. მერაბ ჟორდანიას განცხადებით, საარჩევნო პროცესს გურიიდან იწყებს. „მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ვაპირებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებას“ – ეს განცხადება ჟორდანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. 
აღნიშნული თანამდებობა მერაბ ჟორდანიას 1998-2005 წლებში ეკავა. საეჭვო ფინანსური მაქინაციების გამო იყო დაკავებულიც, თუმცა 700 000 ლარის გადახდის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს. 2005 წელს მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.
მერაბ ჟორდანიას გარდა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის რევაზ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილიც იბრძოლებენ. როგორც კულუარებიდან ხდება ცნობილი, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხალისუფლების ფავორიტი შალკეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი იქნება. ამბობენ, რომ კობიაშვილის კანდიდატურას ვიცე პრემიერი კახა კალაძე ლობირებს. 
 
ავტორი: ლევან კალანდია

სიახლეები

განათლების ახალი სისტემის ერთ-ერთი თანაავტორი არის 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე – სააკაშვილი

ივანიშვილი ახლა მთლიანად აშორებს განათლების სისტემას ევროპას - ასე ეხმაურება "ოცნების" ახალ განათელბის პროგრანას...

ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმზე გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილსი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა...

პროგრამა აუცილებლად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს – ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი

"ოცნების" განათლების პროგრამა წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან...

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს, უფლებადამცველის თქმით, საქმეში, რომელიც მას გუშინ...