მთავარისიახლეებიპოლიტიკადიდი წმენდა ხელისუფლებაში, ვინ დატოვებს სამთავრობო გუნდს?

დიდი წმენდა ხელისუფლებაში, ვინ დატოვებს სამთავრობო გუნდს?

Published on

ნოდარ ხადური, თეა წულუკიანი და თამარ ბერუჩაშვილი – აღნიშნულ მინისტრებს მალე თანამდებობის დატოვება მოუწევთ. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა "ალია" ავრცელებს. გაზეთის ინფორმაციით, 2016 წლის თებერვალში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თანამდებობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. გამოცემის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიზიის დატოვებას აპირებს დავით საგანელიძე, რომელიც სავარაუდოდ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად გია ვოლსკი მოიაზრება. გამოცემა წერს, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე აღნიშნულიდან მთის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებს. როგორც კულუარებში ამბობენ, მას ამის სურვილი აქვს. გამოცემის წყაროს ცნობით, თანამდებობებს დატოვებენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. 
აღნიშნულ ინფორმაციას მედიასთან კომენტირებისას არ ადასტურებს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ოთარ დანელია დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაციას არ ფლობს. „უკვე მერამდენე ინფორმაციაა. არაფერი არ ვიცი ამის შესახებ“ – განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ დამელიამ. მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
 
ავტორი: ლევან კალანდია

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...