მთავარისიახლეებისპორტისაქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ფრანგული "რეიმსის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ფრანგული “რეიმსის” ფეხბურთელია

Published on

რამოდენიმეკვირიანი მოლაპარაკება დნეპროპეტროვსკის „დნიპროსა“ და ფრანგულ „რეიმს“ შორის დასრულდა. მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და დნიპროს ფეხბურთელი ჯაბა კანკავა სათამაშოდ ფრანგულ კლუბში გადავიდა – ქართველი ფეხბურთელი ელიტარულ დივიზიონ ლიგა 1-ში ითამაშებს. ჩვენებური 13 აგვისტოს ღამით ჩაფრინდა რეიმსში და ერთდღიანი მოლაპარაკების შემდეგ ფრანგულ კლუბს კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა. კანკავამ სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, კლუბთან 4 წლიანი ხელშეკრულებაც გააფორმა და 4-ნომრიანი მაისურიც მიიღო. „ევროპაში თამაში სულ მსურდა, შანსი მომეცა და გამოვიყენე“ – ასე გამოეხმაურა ფეხბურთელი მიღებულ გადაწყვეტილებას. ფეხბურთელმა ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა, დებიუტი კი, სავარაუდოდ მომდევნო ტურში შედგება – 22 აგვისტოს რეიმსი ნანტს ესტუმრება. 

 

ავტორი: ლევან კალანდია

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...