მთავარისიახლეებიკონფლიქტებიბარსელონა-სევილიას თამაშზე თბილისში ჩამოსული აფხაზების დასჯას ითხოვენ სოხუმში

ბარსელონა-სევილიას თამაშზე თბილისში ჩამოსული აფხაზების დასჯას ითხოვენ სოხუმში

Published on

სოხუმში, ადგილობრივი რეჟიმის მხარდამჭერები, სუპერთასზე თბილისში, ბარსელონა – სევილიას თამაშზე ჩამოსული აფხაზების დასჯას მოითხოვენ. 1992-93 წლების ომის მონაწილეებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. საზოგადოებრივმა მოძრაობა „არუნმა“ ფეხბურთის საყურებლად გადმოსული ახალგაზრდები საზღვრის დარღვევასა და აფხაზი ხალხის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. ”თბილისში ჩასვლა ხსოვნის დღემდე რამდენიმე დღით ადრე, ეს არის უდიდესი ცინიზმი და უპატივცემლობა დაღუპულების მიმართ. ამ ადამიანებმა საზღვრის გადაკვეთით არა მხოლოდ დაარღვიეს აფხაზეთის კანონები, არამედ შეურაცხოფა მიაყენეს აფხაზეთის თავისუფლებისთვის დაღუპულებს" – ნათქვამია ომის ვეტერანების განცხადებაში. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად ენგურს მიღმა დარჩენილ მოქალაქეებს ოფიციალური სტრუქტურებიდან საგანგებო ნებართვები სჭირდებათ. ფეხბურთის სანახავად გადმოსულ ახალგაზრდებს მსგავსი ნებართვები ჰქონდათ, თუმცა მათ ჩამოსვლასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის სამართალდამცველი ორგანოები უკვე მოკვლევას ატარებენ. აღნიშნულ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა თბილისში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტის მიმართ პოლიტიკური კონტექსტის მინიჭება დაუშვებელია და ქართველებისგან მტრის ხატის შექმნის სტრატეგიას აფხაზეთში პერსპექტივა არ აქვს. პოლიტოლოგების აზრით, სეპარატისტული სოხუმის ხელისუფლებას ქართველებსა და აფხაზებს შორის სამოქალაქო ურთიერთობებაც კი აშინებს. მამუკა არეშიძე ამბობს, რომ სხვადასხვა ცნობით, დედაქალაქში 10-დან 50-მდე აფხაზი ფეხბურთის გულშემატკივარი იყო ჩამოსული და ახლა მათ შესაძლოა პრობლემები შეუქმნან ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანმა უწყებებმა. „ეს პირველი შემთხვევა იყო,  როდესაც დემონსტრაციულად მოხდა გადმოსვლა იმიტომ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ესწრებოდნენ საფეხბურთო მატჩს, მათ სელფებიც კი გადაიღეს და დადეს სოციალურ ქსელში. ამან გამოიწვია განსაკუთრებული გაღიზიანება. თუ საველე მეთაურს დელბას შეუძლია სამკურნალოდ გადმოსვლა და ოპერაციის გაკეთება, როგორც 2011 წელს მოხდა, რატომ არ შეუძლია სხვას. სხვათაშორის, დელბა იმავე ორგანიზაციის წევრია, ვინც აპროტესტებს ამ ახალგაზრდების გადმოსვლას, ახლა ალბათ სურს კოჭი გაუგოროს იმ ძალებს რუსეთში, რომელსაც არ მოსწონს ქართველების და აფხაზების კონტაქტი“ – აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. საქართველოს ევროპული დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაიას აზრით, საქართველოს ევროპული განვითარება აფხაზ სეპარატისტებს აშინებთ. „სეპარატისტებს ეშინიათ საქართველოს წინსვლის და საქართველოს ევროპულ ოჯახში მოხვედრის, იმიტომ, რომ ეს იქნება ღია მესიჯი აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რომ მათ თუ უნდათ თავის გადარჩენა უნდა იყვნენ ევროპულ ოჯახში, რაც არ ჯდება მათ გეგმაში. ყოველდღე ისინი ხედავენ რუსულ ტანკს და უცებ საქართველოში ხედავენ მესის, ეს არის შედარება რაც აშინებს სეპარატისტებს“ – ამბობს პაატა დავითაია.
საოკუპაციო რეჟიმის სამართალდამცველი ორგანოები ამ დროისთვის აწარმოებენ მოკვლევას ფეხბურთის გულშემატკივართა თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
 
ავტორი: ლევან კალანდია
 

სიახლეები

ისრაელმა ყატარის დედაქალაქში “ჰამასის” შტაბ-ბინაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ზალების განცხადებით, მძლავრი და ზუსტი საჰაერო იერიშია მიტანილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე...

მამუკა გაწერელიას დედა მელანია ტრამპს ღია წერილით მიმართავს

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეომრის, მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე მელანია ტრამპს წერილს...

სახალხო დამცველის განცხადებაში მოწოდება მომიტინგეების მისამართითაც კეთდება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს და მიმარტავს როგორც ხელისუფლების მხარდამჭერებს, ასევე ოპოზიციური პარტიების...

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა...