მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ-ს საელჩოს პოზიცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით

აშშ-ს საელჩოს პოზიცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით

Published on

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვაფასებთ საქართველოს ღია მედიაგარემოს, რომელიც რეგიონში  სამაგალითოა. ამდენად, წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს. „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. მედიასაშუალების მონაწილეობით წარმართული ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მედიასაშუალების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს, ყურადღებით უნდა იქნას განხილული“ – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით გააკეთა.

სიახლეები

ისრაელმა ყატარის დედაქალაქში “ჰამასის” შტაბ-ბინაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ზალების განცხადებით, მძლავრი და ზუსტი საჰაერო იერიშია მიტანილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე...

მამუკა გაწერელიას დედა მელანია ტრამპს ღია წერილით მიმართავს

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეომრის, მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე მელანია ტრამპს წერილს...

სახალხო დამცველის განცხადებაში მოწოდება მომიტინგეების მისამართითაც კეთდება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს და მიმარტავს როგორც ხელისუფლების მხარდამჭერებს, ასევე ოპოზიციური პარტიების...

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა...