მთავარისიახლეებისაზოგადოებაორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ზუგდიდში (VIDEO)

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ზუგდიდში (VIDEO)

Published on

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ზუგდიდში. სოფელ ხამისკურში, ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილი ორ, მოტოციკლეტით მყოფ ახალგაზრდას შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ნიკუშა ნარმანია, ხოლო მეორე მასთან მყოფი დავით შამათავა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის მორიგე ექიმის თეა კვარაცხელიას განმარტებით, შამათავას მთავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის შედეგადაც ის ქუთაისში, კატასტროფის ცენტრში რეანომობილით გადაიყვანეს. მორიგე ექიმის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. OdishiNews – ის წყაროს ცნობით, დაკავებულია პირი, რომელიც ოპელის მარკის ავტომობილს მართავდა. მძღოლი საჭესთან ფხიზელი იჯდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ასევე დღეს ანაკლიაში. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა. სხეულის მცირე დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსში მსხდომმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა. მათი მდგომარეობა სტაბილურია და ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რჩებიან. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევა საგზაო წესების დარღვევამ და გადაჭარბებულმა სისწრაფემ გამოიწვია.

სიახლეები

ისრაელმა ყატარის დედაქალაქში “ჰამასის” შტაბ-ბინაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ზალების განცხადებით, მძლავრი და ზუსტი საჰაერო იერიშია მიტანილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე...

მამუკა გაწერელიას დედა მელანია ტრამპს ღია წერილით მიმართავს

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეომრის, მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე მელანია ტრამპს წერილს...

სახალხო დამცველის განცხადებაში მოწოდება მომიტინგეების მისამართითაც კეთდება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს და მიმარტავს როგორც ხელისუფლების მხარდამჭერებს, ასევე ოპოზიციური პარტიების...

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა...