მთავარისიახლეებისაზოგადოებაგადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დაიწყო

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დაიწყო

Published on

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიცილურად დღეიდან იწყება. ამის შესახებ  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განაცხადეს. 
სამინისტროს ინფორმაციით, მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 
"ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. გარემოს დაცვის სამინისტრო მოგიწოდებთ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იმოქმედოთ ნადირობისთვის ნებადართულ ტერიტორიებზე და დაიცვათ ის მოთხოვნები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2016 წლის 1 მარტს დასრულდება", – აცხადებენ სამინისტროში. 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...