მთავარისიახლეებისპორტისფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს ჩატარდება

სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს ჩატარდება

Published on

3 ოქტომბერი – ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების თარიღია. როგორც დღეს სფფ-ში გამართულ აღმასკომის სხდომაზე გახდა ცნობილი, არჩევნები თარიღის გამოცხადებიდან 40 დღეში უნდა გაიმართოს. „ყველაფერი არის იურიდიულად გამართული, არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. ფედერაცია ელოდება კანდიდატების წარდგენას“ – განაცხადა ზვიად სიჭინავამ. მან ასევე დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. 
რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატებს – მსურველებს განაცხადების წარდგენა უკვე ხვალიდან შეეძლებათ. განაცხადების მიღება კი არჩევნებამდე 25 დღით ადრე შეწყდება. არსებული ინფორმაციით, საკუთარი კანდიდატურის წარდგენას ფედერაციის ამჟამინდელი გენერალური მდივანი რეზი არველაძეც აპირებს. საუბარია ასევე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურაზეც. ცოტა ხნის წინ კი ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი მერაბ ჟორდანიამაც გამოთქვა, რომელიც ამ თანამდებობაზე 1998-2003 წლებში მუშაობდა. ბოლო პერიოდში კი ლევან კობიაშვილის შესაძლო გაპრეზიდენტების შესახებაც ალაპარაკდნენ. არსებული ინფორმაციით, შალკეს ყოფილი ფეხბურთელი ხელისუფლების ფავორიტია და დიდი ალბათობით ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე სწორედ მას ვიხილავთ.

სიახლეები

„ვერ დავუშვებთ, ჩვენი გზა სხვების მსოფლმხედველობამ განსაზღვროს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის დაფინანსების გზების შესახებ...

მომავალი წლიდან შესაძლოა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფები გაიზარდოს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მომავალი წლიდან შესაძლოა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო...

ოცნებამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემა აკრძალა

17 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია,...

ევროკავშირის საბჭო- საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა

საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა - ამის შესახებ გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს...