მთავარისიახლეებიკონფლიქტებიპაატა ზაქარეიშვილი: რუსები ჩავკეტეთ, გამოვკეტეთ ოკუპირებულ ტერიტორიაში და გარეთ ცხვირს არ ვაყოფინებთ

პაატა ზაქარეიშვილი: რუსები ჩავკეტეთ, გამოვკეტეთ ოკუპირებულ ტერიტორიაში და გარეთ ცხვირს არ ვაყოფინებთ

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა  პაატა ზაქარეიშვილმა გუშინ ტელეკომპანია ,,კავკასიის'' ეთერში ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე   და აღნიშნა, რომ  რუსეთის რეაქცია საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკაზე მეტყველებს.  

"რატომ არიან გამწარებული ჩვენზე დღეს ისინი , რატომ გვიტევენ ასე – ისინი ხვდებიან, რომ თურმე შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება. ჩვენი პრინციპული პოზიციით რუსები ჩავკეტეთ, გამოვკეტეთ ოკუპირებულ ტერიტორიაში და გარეთ ცხვირს არ ვაყოფინებთ. ბანერებით და მავთულხლართებით გვეჩხირკედელავებიან. მიშას დროს ყველაფერი იყო, მათ შორის, ბანერებიც იყო, იყო სამხედრო ბაზების აგება, კაციშვილს არ ახსოვს. ჩვენ ბანერებზე ვხმაურობთ. ჩვენ მხოლოდ ბანერებიღა დაგვრჩა და ამიტომ არიან გამწარებული ეს ხალხი, რომ ბანერების გარდა ვერაფრით ვერ გვაზარალებენ. ამიტომ გამწარებულები არიან. ამიტომ მიტევენ, პირველ რიგში, მე, იმიტომ, რომ კარგად ვიცი მათი შავბნელი საქმეები, რაც მათ მაშინ ჩაიდინეს. მათი რეაქციით კარგად ჩანს, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით. კორექტირებას აკეთებენ ჩვენი პოლიტიკისას – იმიტომ, რომ აშკარად სხვა ვერაფერზე ვერ გვიტევენ", – თქვა ზაქარეიშვილმა.

სიახლეები

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...

სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის...

ამჯერად, ვიღაცას ეყო პოლიტიკური ნება და გადაწყვიტა საქმის გახსნა-ნიკო კვარაცხელიას დედა

ქართული ოცნების პროკურატურის მიერ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ საქმის გახსნილად გამოცხადების მერე,...

უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...