მთავარისიახლეებისპორტიკახი კალაძე ზვიად სიჭინავას გადადგომას ეხმიანება

კახი კალაძე ზვიად სიჭინავას გადადგომას ეხმიანება

Published on

 

,,მსურს გამოვეხმაურო ზვიად სიჭინავას ბოლო განცხადებას წასვლის შესახებ – ავრცელებს განცხადებას კახი კალაძესოციალურ ქსელში  – ფეხბურთი განსაკუთრებული სამყაროა; განსაკუთრებული ურთიერთობებით, გამარჯვებებით და დამარცხებებით, განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებით, არაერთხელ თქმულა რომ, ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, გუნდი, ოჯახი – და ამიტომ თითოეულის ნათქვამი, გადაწყვეტილება და თუნდაც პრობლემა ყველასთვის საერთო და გათავისებული ხდება..

პერსონალურად ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას  უზარმაზარი წვლილია, რომ სუპერთასის ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჩატარდა აქ, და ასეულ მილიონობით ადამიანის ყურადღება სხვადასხვა ქვეყნიდან მიპყრობილი იყო თბილისზე! მის კარიერაში, მის დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს.

არ აქვს მნიშვნელობა მოქმედი მოთამაშე მიდიხარ, მწვრთნელი თუ ფედერაციის პრეზიდენტი, არ აქვს მნიშვნელობა წასვლის მიზეზს, და არც მიზეზის ინტერპრეტაციებს – ეს ყველაფერი წარსულს დავუტოვეთ … მთავრია მხოლოდ ის, რომ თითოეული ჩვენგანი, ვინც ფეხბურთის ისტორიას ვქმნიდით, ვინც საფუძველს ვუქმნიდით მომავალ თაობებს ამ სპორტში – ყველა ღირსეულ, დამსახურებულ და მადლობით გაცილებას იმსახურებს. ასე უნდა ყოფილიყო ყოველთვის, ასე იქნება დღეს და იქნება მომავალშიც"/ 

 

სიახლეები

პაპუაშვილი- ქართველები ვხედავთ, რომ ბრიუსელი ევროპულ ცივილიზაციას ანგრევს

ევროკავშირში ჯერ კიდევ მძლავრად არიან ის რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს ევროპის ბნელი წარსულისკენ მიაქანებენ....

თეა წულუკიანი დასანქცირებულია

ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, თეა წულუკიანი აღიარებს, რომ სანქცირებულია. ამის შესახებ მან ერთ-ერთი სამთავრობო...

„ვერ დავუშვებთ, ჩვენი გზა სხვების მსოფლმხედველობამ განსაზღვროს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის დაფინანსების გზების შესახებ...

მომავალი წლიდან შესაძლოა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფები გაიზარდოს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მომავალი წლიდან შესაძლოა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო...