მთავარისიახლეებისპორტიზვიად სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს

ზვიად სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს

Published on

 "ვფიქრობ,  ეს ყველაზე საუკეთესო დღეა   იმისათვის , რათა განვაცხადო, რომ მე მართლა მივდივარ – ეს განცხადება ზვიად სიწინავამ  გუშინ, უეფას სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა. – როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე, დღეს იყო ჩემი პიკი. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც ,,დაღუპა'' ქართული ფეხბურთი, მაგრამ დღეს იყო ზეიმი, მე ვარ ძალიან მოხარული და მინდა გითხრათ, რომ მე ჩამოვკიდე ჩემი საფეხბურთო ბუცები კედელზე. ფეხბურთი სიჭინავას გარეშე", 

სიჭინავას თქმით, ის დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დაასახელებს არჩენების თარიღს. ახალი არჩვენების დანიშვნამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. 

ზვიად სიჭინავას განცხადებასთან დაკავშირებით  ფედერაციის გენერალური  მდივანი რეზი არველაძე განმარტავს, რომ ზვიად სიჭინავა განაწყენებულია იმ დამოკიდებულების გამო, რომელიც მის მიმართ სახელისუფლებო წრეებიდან ისმოდა.

"ადამიანი გულდაწყვეტილია, რადგან ის 6 წელიწადი, რაც იგი ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობდა, თავისი შესაძლებლობები მთლიანად მიუძღვნა თავის საქმეს. როდესაც მის და საერთოდ ფედერაციის მიმართ იყო არასწორი და არაადეკვატური შეფასებები, რა თქმა უნდა, ეს გულსატკენია," – აცხადებს რეზი არველაძე.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...