მთავარისიახლეებისპორტიუეფას სუპერთასს ,,ბარსელონა'' დაეუფლა

უეფას სუპერთასს ,,ბარსელონა” დაეუფლა

Published on

თბილისში ”დინამო არენაზე” გამართულ უეფას სუპერთასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ესპანურმა ,,ბარსელონამ''   დამატებით დროში – ანგარიშით 5:4 დაამარცხა  ,,სევილია'' და ტიტულს დაეუფლა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 4:4 დასრულდა. ბარსელონას მხრიდან ორი გოლი გაიტანა ლიონელ მესიმ, რომელიც  თამაშის დასრულების შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა,  თითო-თითო – რაფინიამ და სუარესმა, სევილიელების მხრიდან კი გოლები ბენეგამ, რეიესმა, გამეირომ და კონოპლიანკამ გაიტანეს. გამარჯვების გოლი დამატებით დროში 115-ე წუთზე პედრომ გაიტანა.

შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე მესიმ განაცხადა: 
აღფრთოვანებული ვარ დინამო არენაზე შექმნილი ატმოსფეროთი. მეგონა "კამპ ნოუზე" ვთამაშობდი და ყველა ჩემი გულშემატკივარი იყო. საქართველოს ძალიან კარგი გულშემატკივარი ყოლია, მოლოდინსაც კი გადააჭარბა…გახსნის ცერემონია ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც მე მინახავს, განსაკუთრებითქართული ეროვნული ცეკვები მომეწონა, რითმული, დინამიური და ტრადიციული იყო. 

რაც შეეხება თამაშს, მე ვთვლი, რომ შეუდარებელი თამაში ვაჩვენეთ და მაყურებელი წესით იმედგაცრუებული არ უნდა იყოს.
საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები, კონკრეტულად თბილისში."

 

სიახლეები

„ვერ დავუშვებთ, ჩვენი გზა სხვების მსოფლმხედველობამ განსაზღვროს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის დაფინანსების გზების შესახებ...

მომავალი წლიდან შესაძლოა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფები გაიზარდოს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მომავალი წლიდან შესაძლოა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო...

ოცნებამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემა აკრძალა

17 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია,...

ევროკავშირის საბჭო- საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა

საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა - ამის შესახებ გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს...