მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმატჩზე დასასწრებად თბილისში აფხაზი ახალგაზრდებიც ჩავიდნენ

მატჩზე დასასწრებად თბილისში აფხაზი ახალგაზრდებიც ჩავიდნენ

Published on

სოხუმი. 12 აგვისტო. გაზეთ ,,ჩეგემსკაია პრავდას'' რედაქტორმა და სპორტულმა მიმომხილველმა ინალ ხაშიგმა სააგენტო Sputnik –ისათვის მიცემულ ინტერვიუში უარყოფითად შეაფასა აფხაზების ჩასვლა თბილისში სუპერთასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაზე დასასწრებად.

მისი თქმით, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, თეზისი იმის შესახებ, რომ სპორტს პოლიტიკასთან შეხება არა აქვს, აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე არ ვრცელდება .

,,ჩვენ საკუთარ თავზე ვგრძნობთ, რომ სპორტი, კერძოდ, ფეხბურთი სულაც არა დგას პოლიტიკის გარეთ. ეს  ჩვენი ფეხბურთის იზოლაციაშიც ჩანს.  რამდენიმე ხნის წინათ ჩვენი ნაკრები სწორედ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აქტიური პროტესტის გამო ვერ მოხვდა იმ ქვეყნების ეროვნული გუნდების მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლებიც არ არიან ფიფაში გაწევრიანებული,  საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს გუნდს მობაწილეობა ვერ მიეღო ევროპის ჩემპიონატში" – აღნიშნავს იგი. –რესპუპლიკის მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ აფხაზეთი და საქართველო დღემდე საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. ფეხბურთი უნდა გიყვარდეს, მაგრამ, ვფიქრობ, არ ღირდა ჩვენი ახალგაზრდები თბილისის მატჩზე გამგზავრებულიყვნენ. არ შეიძლება უგულვებელყო შენი ხალხის მიერ გაღებული უზარმაზარი მსხვერპლი მხოლოდ იმისთვის,  რომ ლიონელ მესი ნახო.  მე არ ვისურვებდი ამ  ახალგაზრდების მოღალატეებად გამოცხადებას, მაგრამ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდნენ, მეტი უნდა ეფიქრათ.''

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...