მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს დიდგორობაა: ,,ბაზალეთია ადვილი, დიდგორი არის ძნელი...''

დღეს დიდგორობაა: ,,ბაზალეთია ადვილი, დიდგორი არის ძნელი…”

Published on

დიდგორის გამარჯვებას ეძღვნება დღევანდელი სახალხო დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად  აღინიშნება დიდგორის ველზე . წლევანდელ დიდგორობას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები.

"დიდგორობა ჩვენი საამაყო დღეა  – განაცხადა პრემიერ მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურისმინისტრს, ნოდარჯავახიშვილსდაავალა მომდევნო წლის დიდგორობისთვის განახლდეს დიდგორისველისინფრასტრუქტურა და უახლოეს დღეებში დაიწყოს ინტენსიური მუშაობა სათანადო პროექტირებისათვის. მან აგრეთვე მიმართა განათლების მინისტრს უზრუნველყოს დიდგორის ველზე მოსწავლე ახალგაზრდების მასობრივად ჩამოყვანის ორგანიზება ყველა სკოლის დირექტორის ჩართულობით.

დიდგორმა სულ უფრო მეტი ფუნქცია უნდა შეიძინოს ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდაში და განათლებაში – განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა –  ჩვენ, სამწუხაროდ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ძალიან ბევრი დიდგორი გველოდება, სადაც უნდა დავამტკიცოთ თავდადება ქვეყნის მიმართ.  ეს ადგილი და დავით აღმაშენებელი ქართული სახელმძღვანელოების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს", 

დღეს სამშობლოსათვის გაწეული სამსახურისთვის სამ სამხედრო მოსამსახურეს პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა დიდგორის ჯვრის მედლები გადასცეს. 

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...