მთავარისიახლეებიკულტურაგმირობიდან წმინდანობამდე - ხვალ ხობში ცოტნეობა გაიმართება

გმირობიდან წმინდანობამდე – ხვალ ხობში ცოტნეობა გაიმართება

Published on

ხობი  სახალხო-საეკლესიო დღესასწაულისთვის ემზადება –    12 აგვისტო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ცოტნე დადიანის ხსენების დღეა. და უკვე ტრადიციულად ცოტნეობის ზეიმით აღინიშნება 

ხვალ ხობში დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილია შემეცნებითი,  კულტურული და სპორტული ღონისძიებების მრავალფეროვანი პროგრამა :

დილის 9 საათიდან ცოტნე დადიანის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინება  ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახლელობის ტაძარში, სადაც გადმოცემის თანახმად, კოხტისთავის გმირია  დაკრძალული.

ხობის კულტურის სახლში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, 15 საათიდან ცენტრალურ  ხეივანში გაიხსნება სამეგრელო-ზემო სვანეთის ეხალხური რეწვის,  ეთნოკულტურის სხვა ნიმუშების, მათ შორის  მეგრული ფაცხების, სოჯახო  ინვენტარის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა  

ხეივანშივე  გაიმართება რამდენიმე თეატრალური სანახაობა, მათ შორის ცოტნე დადიანისადმი მიძღვნილი   კომპოზიცია „გმირობიდან წმინდანობამდე“. მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება საკონცერტო პროგრამა, რომელშიც სხვადასხვა ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

დაგეგმილია აგრეთვე შეჯიბრებები ეთნოსპორტის  სხვადასხვა სახეობებში, მათ შორის ლელობურთსა და   ჭიდაობაში, ეთნოსპორული პროგრამა მსურველებს სთავაზობს შესაზლებლობას აქტიურად ჩაერთონ ხალხურ თამაშობებში.  

ცოტნეობაზე სტუმრებს საქართველოს სახვადსახვა კუთხეებიდან ელოდებიან. 

 

სიახლეები

ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაა – ხაბეიშვილი

მე რომ გითხრათ, თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა თქვენ საქმეს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება...

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ევროკავშირმა რუსეთის...

ტუსკი: ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ

დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის...