მთავარისიახლეებიეკონომიკასექტემბერში მოსალოდნელია პურის გაძვირება

სექტემბერში მოსალოდნელია პურის გაძვირება

Published on

პურპროდუქტების მწარმოებელთა ერთი ნაწილი სექტემბრისთვის თავის პროდუქციაზე ფასების მომატებას გეგმავს. . კომპანია ,,იფქლის’’ გენერალური დირექტორის მოადგილე ბაქარ ბაკურაძე ,,კომერსანტის’’ კორესპონდენტთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ დღეისათვის ფქვილზე   არსებული, უკვე მომატებული ფასი შენარჩუნდება, სექტემბრისთვის პურის გაძვირება გარდაუვალია.  

,,შესაძლოა ფქვილზე  ფასებმა კიდევ უფრო აიწიოს,    მაშინ ზარალზე არავინ იმუშავებს და სექტემბერში პური ალბათ ათი თეთრით გაძვირდება. ‘’- განცხადა მან.

გარდა ფქვილის გაძვირებისა, პურის ფასზე, მისი აზრით,  ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდაც იმოქმედებს.

მიმდინარე ეტაპზე პურზე ფასის მომატების შესაძლებლობას არ განიხილავენ კომპანიები  ,,პური“, ,,ლიტვური აცხობი" და სხვ. 

ჯერჯერობით ვცდილობთ შევინარჩუნოთ არსებული ფასები და მათი შეცვლას უახლოეს მომვალში არ  ვგეგმავთ – აცხადებენ ისინი. 

პურზე ფასების მოსალოდნელ  ზრდას  პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის თამჯდომარე მალხაზ დოლიძეც ადასტურებს. ქვეყანაში ამის სიმპტომები უკვე იგრძნობა, – აცხადებს იგი – პურსაცხობთა ერთმა ნაწილმა ბაზარზე გატანილ პროდუქციაზე ფასები აწია, ხოლო მათ, ვინც ამისგან თავი შეიკავეს, პურის წონა შეამცირეს.   მისი თქმით, პურზე ფასების მომატების მიზეზი ფქვილის საგრძნობი გაძვირებაა, ეს უკანასკნელი კი კვლავაც გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ წელს ხორბლის უხვი  მოსავალია.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...