მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაქართველო - რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის შესაძლო აღდგენა არ შედის...

საქართველო – რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის შესაძლო აღდგენა არ შედის ბაქოს ინტერესებში

Published on

სააგენტო ინტერფაქს- აზერბაიჯანი აქვეყნებს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგისა და ყოფილი დიპლომატის ფიქრეთ სადიხოვის კომენტარებს რუსი სამხედროების მიერ საქართველო – რუსეთის დამაკავშირებელი  რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე დაწყებული გაწმენდითი სამუშაოების  ფაქტთან დაკავშირებით.

,,ბაქომ აუცილებლად უნდა გადადგას წინმსწრები ნაბიჯები იმ ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებისთვის, რაც შეიძლება ამ ფაქტს მოჰყვეს – აღნიშნავს იგი – მიხედავად იმისა, რომ რუსეთის ქმედებები აფხაზურ მონაკვეთზე პირდაპირ არ არის დაკავშირებული აზერბაიჯანთან, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თვით  ფაქტიც კი ნეგატიურად აისახება აზერბაიჯანის ინტერესებზე. მე ვფიქრობ, ჩვენ ახლა წინმსწრები მეთოდებით მოქმედება გვმართებს, რათა რუსეთმა უბრალოდ ვერ შეძლოს ამაზე  წასვლა და ხელი აიღოს თავის  განზრახვაზე. ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული ჩვენზეც და ჩვენს შემდგომ ურთერთობებზე რუსეთის ფედერაციასთან – განუცხადა ფ. სადიხოვმა  

ამასთან, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ რკინიგზის გახსნა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება და გამოთქვა იმედი, რომ ,,ამ ქვეყნის ხელისუფლება არც ახლა და არც უახლოეს მომავალში ამაზე არ წავა“ .

,,მეორე მხრივ, მე ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია ქართულ – აზერბაიჯანული ურთიერთობების ფაქტორიც – დასძინა მან – რკინიგზის გახსნა ნეგატიურად აისახება ჩვენს საერთო ინტერესებზე და ეწინააღმდეგება ჩვენს საგარეოპოლიტიკურ ამოცანებს’’…

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...