რუსი სამხედროები საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასუფთავებას შეუდგნენ

0
473

სოხუმში გამომავალი გაზეთის ,,ნუჟნაია გაზეტას'' ცნობით, გუშინ რუსმა სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის დანგრეული მონაკვეთის დასუფთავება დაიწყეს. ჯერჯერობით  იწმინდება ლიანდაგი   ოჩამჩირიდან ენგურამდე. გაზეთს მოყავს ციტატა  აფხაზეთის რკინიგზის ე.წ. სამმართველოს დირექტორის მოადგილის იგორ მარღანიას განცხადებიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიანდაგს ასუფთავებენ შემდგომი აღდგენისათვის მოსამზადებლად. ამ ცნობას ადასტურებს  ტრანსპორტის სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელი ზურაბ ხაჯიმბაც,   სარკინიგზო გზა მისი კაპიტალური რემონტისთვის მომზადების მიზნით იწმინდება, რათა აფხაზეთზე სატრანზიტო მატარებელი აღდგეს – აცხადებს იგი. ხაჯიმბა ამბობს, რომ აფხაზურმა მხარემ მოსამზადებელი სამუშაობის ჩატარებაზე ნებართვა გასცა, მაგრამ  სამხედროები  გუშინ მოულოდნელად, წინასწარი შეთანხმების გარეშე შეუდგნენ მუშაობას. არაოფიციალური ინფორმაციით, რკინიგზის გასუფთავების სამუშაოებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 800 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების მანძილზე მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიღწეულია შეთანხმება მხარეებს შორის საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის შესახებ სომხეთის ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამ საკითხზე რაიმე შეთანხმების არსებობას.  

 

წინა სტატიარუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია გაერო-ს შტაბ-ბინასთან
შემდეგი სტატიაადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში დაგეგმილზე 215 ათასი ლარით ნაკლები შევიდა– ითქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური