დღეს, დილის 10 საათზე სამეგრელოს მასშტაბით ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშა. დღეიდან ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ჯვარში ციფრული მაუწყებლობა ჩაირთო. ამასთან, აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე განთავსებული ხელისშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები გაითიშა. დღეიდან, ტელეკომპანია „ოდიში“ ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობიდან ოფიციალურად ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა. არხის მაყურებლებს საშუალება აქვთ ტელეკომპანიის გადაცემებს მაღალი გარჩევადობის ხარისხით უყურონ. ტელეკომპანია ოდიშის ტექნიკური დირექტორის გოჩა მინჯორაიას განცხადებით, ტელევიზია აბსოლუტურად მომზადებული შეხვდა ციფრული მაუწყებლობის ჩართვის პროცესს. ამასთან, ტელეკომპანიის ტექნიკური დირექტორის განმარტებით, არხის ციფრული სიგნალი დაახლოებით ერთი თვეა რაც ჩართულია და ამ პერიოდის განმავლობაში სპეციალური მოწყობილობის – სეთ თოფ ბოქსის გამოყენებით მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ ტელეკომპანია „ოდიშის“ ციფრული მაუწყებლობისთვის ეყურებინათ. დილიდანვე რიგებია ზუგდიდში ტექნიკის მაღაზიებში. ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობის გათიშვის შემდეგ მოსახლეობა მასობრივად სეთ-თოფ-ბოქსებს ყიდულობს. რიგებია ელექტრონული ტექნიკის მაღაზია „ალგორითმში“, სადაც მსურველებს საშუალება აქვთ საუკეთესო წარმოების სეთ-თოფ ბოქსები შეიძინონ ხელმისაწვდომ ფასად. ამასთან, მაღაზიაში მოქმედებს განვადების სისტემა მსურველებისთვის. ალგორითმში ამბობენ, რომ შეძენილი ტექნიკა საუკეთესოა, რაც ხარისხიანი მუშაობის გარანტია.
ტელეკომპანია ოდიში დღეიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა
სიახლეები
სამართალი
სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...
მსოფლიო
კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...
სიახლეები
9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა
სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...
სიახლეები
ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს
ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...