ითამაშებს თუ არა თბილისში ლიონელ მესი სუპერ თასის ფინალის მატჩზე? ამბობენ, რომ მესი და ნეიმარი თბილისურ თამაშს გამოტოვებენ, თუმცა ფეხბურთის გულშემატკივრებს სჯერათ, რომ ორივე ფეხბურთელი 11 აგვისტოს მატჩისთვის მზად იქნებიან სათამაშოდ. განსაკუთრებით ქართველ გულშემატკივრებ ეიმედებათ, რომ ბარსელონა ძირითადი შემადგენლობით გავა მოედანზე. 11 აგვისტოს ბარსელონას შეუძლია ერთ წელიწადში მეექვსე ტიტული მოიპოვოს და ამით საკუთარი რეკორდი გაიმეოროს. წინასწარი გათვლებით, წელს მესი ოქროს ბურთის უალტერნატივო მფლობელია, ამიტომაც მას რჩება ერთი ბოლო ტრიუმფი და ეს თბილისის სუპერთასის ფინალია, სადაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ბარსელონა ერვოპალიგის თასის მფლობელს სევილიას დაუპირისპირდება. ესპანური გამოცემების ცნობით, ლეო მესი ფორმაში შესასვლელად განსაკუთრებულად ემზადება, მან საზაფხულო შვებულება დროზე ადრე შეწყვიტა და ინტენსიურად ვარჯიშობს. ასე, რომ სპორტულ გამოცემებს თუ დავეყრდნობით, ლეო მესი და ნეიმარი თბილისში აუცილებლად ჩამოვლენ, მეტიც, ისინი ძირითად შემადგენლობაშიც იქნებიან. ქართველ გულშემატკივრებს კი საშუალება ექნებათ ბრწყინვალე თამაში საკუთარ სამშობლოში იხილონ. ფინალური მატჩი ადგილობრივი დროით 22:45 დაიწყება.
სიახლეები
სიახლეები
საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი
საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...
პოლიტიკა
დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი
„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...
საზოგადოება
“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს
"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...
მსოფლიო
ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა.
როგორც სოციალურ...