მთავარისიახლეებიმსოფლიობარაკ ობამამ ცივ ომში გამარჯვებული დაასახელა

ბარაკ ობამამ ცივ ომში გამარჯვებული დაასახელა

Published on

,,რია ნოვოსტის'' ცნობით, დღეს აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა განცხადება, რომ  ცივი ომი სსრ კავშირის წინააღმდეგ აშშ –მ მოიგო , რაც არის შედეგი საბჭოთა კავშირთან მიღწეული შეთანხმებებისა შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ.

,,მართალია ყველა  კონფლიქტის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, მაგრამ მსოფლიო გადაურჩა ბირთვულ კატასდტროფას და ჩვენ მივიღეთ დრო და სივრცე ცივი ომის  მოგებისათვის ისე, რომ ერთხელაც არ გვისვრია საბჭოთა ჯარისკაცებისათვის’’ – განაცხადა ობამამ ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში გამოსვლისას.

იგი დეტალურად შეეხო აშშ პრეზიდენტის ჯონ კენედის მიერ 52 წლის წინათ ამავე უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვას, რომელშიც კენედიმ ,,ომისათვის გამუდმებული მზადების’’ სანაცვლოდ კონკრეტულ ქმედებებისა და ეფექტური შეთანხმებების სერიაზე დამყარებული ,,პრაქტიკული და მიღწევადი მშვიდობის’’  წინადადება გაახმოვანა. ამ შეთანხმებებს შორის მან დაასახელა ხელშეკრულება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ,  რომელიც 1991 წელს გაფორმდა. 

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...