მთავარისიახლეებიკონფლიქტებინუგზარ წიკლაური: გალის ქვედა ზონის სოფლების სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა

ნუგზარ წიკლაური: გალის ქვედა ზონის სოფლების სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა

Published on

გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლების სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა, – ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ნუგზარ წიკლაურმა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 
წიკლაურის განცხადებით, შესაბამისი ბრძანება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. განათლების სამინისტრომ უკვე გამოსცა. "შესაბამისი ბრძანება უკვე გაცემულია და 1-ლი სექტემბრიდან იმ ქართველებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ზონაში ცხოვრობენ, სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე იქნება. უკვე მომზადებულია სახელმძღვანელოები, მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება და გალის რაიონში, ქართული ენა სრულიად იქნება სასწავლო პროცესიდან ამოღებული. ესაა სრულიად აშკარა რუსიფიკაცია, თავდასხმა ქართველ მოსახლეობაზე და მცდელობა, მოხდეს იმ ადამიანების ასიმილაცია, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა, რამდენიმე დღე გავიდა რაც ე.წ. მინისტრმა გააკეთა ეს განცხადება, საქართველოს მხრიდან არავინ ამას არ გამოხმაურებია", – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა. პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მიმართავს და კონკრეტულად სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს და განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს სთხოვს, ფაქტზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ. 
"იმ ფონზე, როცა ხელისუფლება დეკლარირებს რუსეთთან დათმობის პოლიტიკას, აუხსნელია რატომ აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას რომ დაუსჯელად აწარმოოს თავდასხმა ქართულ მოსახლეობაზე და შეუძღუდოს მათ ქართულ ენაზე სწავლება", – დასძინა ნუგზარ წიკლაურმა. 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...