მთავარისიახლეებისაზოგადოებამორიგი შეტევა თავისუფალ მედიაზე – სარჩელი რუსთავი 2 – ის მფლობელთა...

მორიგი შეტევა თავისუფალ მედიაზე – სარჩელი რუსთავი 2 – ის მფლობელთა წინააღმდეგ

Published on

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის  ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ადვოკატების მეშვეობით თბილისის  საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი მისი აზრით უკანონოდ ჩამორთმეული წილების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამ ფაქტს ეხმაურებასპეციალური განცხადებით, რომელშიც სასამარლოში სარჩელის შეტანას დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე კიდევ ერთ შეტევად"აფასებს. 

,,სამართლებრივად რაიმეს მიღწევა „რუსთავი 2“-ის დღევანდელი მფლობელების წინააღმდეგ შეუძლებელია, ამისი შანსი არის ნულოვანი, რადგან ისინი არიან კეთილსინდისიერი შემძენები.

ძალიან საინტერესოა როგორ მოიქცევა სასამართლო, მე იმედი მაქვს, რომ ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ხელისუფლების თანამონაწილეობას ის არ განიზრახავს და არ წაუცდება ხელი უკანონო გადაწყვეტილებებისკენ იმიტომ, რომ …ეს არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი დემოკრატიული ინსტიტუტი, ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი მედია, „რუსთავი 2“ და მისი ხელყოფა ესე მარტივი ამბავი არ არის და ესე უშედეგოდაც არ დამთავრდება თუ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ. ეს სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გასაგონადაც მინდოდა მეთქვა.

საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ეს არ არის ქიბარ ხალვაშის თამაში, თავისთავად ცხადია ეს არის ხელისუფლების თამაში, რომელიც ნამდვილად შეპყრობილია ბოლო პერიოდში ტოტალიტარული შიზოფრენიით, ბოლო წერტილი უკვე იყო ეს მრავალათასიანი კონცერტები, რომელიც სრულიად გაუგებრად ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა ისტერიის გამომწვევი.’– აცხადებს ნიკა გვარამია. 

სიახლეები

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...