მთავარისიახლეებიეკონომიკაენერგო-პრო ჯორჯია იყიდება

ენერგო-პრო ჯორჯია იყიდება

Published on

საქართველოს უმსხვილესი ენერგოგამანაწილებელი კომპანია ენერგო-პრო ჯორჯია იყიდება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ ბოცვაძეც ადასტურებს. კომპანიის გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებები პრაღაში, კომპანიის სათავო ოფისშიც მიმდინარეობს. უცნობია თუ რა ფორმით შედგება გარიგება და კომპანიის რა წილი გადაეცემა ახალ მეპატრონეს.  უკვე გამოკვეთილია  ჯგუფები, ვინც კომპანიის შესყიდვით შეიძლება იყვნენ დაინტერესებულნი. 

კომპანიის გაყიდვის ერთ-ერთი მიზეზი სემეკის მიერ ენერგო-პრო ჯორჯიას მოთხოვნების არასრული დაკმაყოფილებაა. კომპანიას ფინანსური პრობლემები ლარის გაუფასურების გამო შეექმნა.  გაჩერების პირას ვართ და ვცდილობთ სასწრაფო წესით დავტოვოთ ქვეყანა", – განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ. 

ჩეხური კომპანია ენერგო-პრო ქართულ ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. იგი  კახეთისა და თბილისის გამოკლებით მთელი საქართველოს ენერგომომმარაგებელია. კომპანიის მფლობელობაში 15 ჰიდროელექტროსადგურია. 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...