მთავარისიახლეებისაზოგადოებაშემთხვევა ტობა- ვარჩხილის ტურისტულ მარშრუტზე

შემთხვევა ტობა- ვარჩხილის ტურისტულ მარშრუტზე

Published on

გუშინ დილიდან  ტობა- ვარჩხილის მიდამოებში 33 წლის ქართველ ტურისტს  გიორგი მუჩიაშვილს ეძებენ . მეგობრების თქმით, ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი პუნქტის გავლის შემდეგ მან გზის გაგრძელება აღარ ისურვა და დაღლილობის გამო გადაწყვიტა   ტბის პირას დალოდებოდა სხვებს,  რომელთაც ზედა ზონაში მდებარე მეორე ტბისკენ განაგრძეს გზა.

 უკან დაბრუნებულ მეგობრებს გიორგი მუჩიაშვილი დათქმულ ადგილზე აღარ დახვდა.  როგორც ირკვევა, იგი   არც მოლაშქრეთა  კარავში დაბრუნებულა. ძალადობის ან სხვა სახის ხიფათის  მიმანიშნებელი  რაიმე კვალი არ ჩანს.    ახალგაზრდას   თან ჰქონდა  ზურგჩანთა  მცირედი საგზლითა და აუცილებელი ნივთებით, ამიტომ  ვარაუდობენ, რომ შესაძლოა გზის გაგრძელება გადაწყვიტა და საუკეთესო შემთხვევაში  გზა აებნა –  თუმცა ორი დღის უშედეგო ძებნა საკმაოდ სერიოზული მიზეზია მღელვარებისთვის. 

 

სიახლეები

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....

მერცის თქმით, ის და ტრამპი ერთ პოზიციაზე არიან ირანის რეჟიმის ჩამოშორების საკითხში

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ერთსა და...