რაშია სააკაშვილის ფენომენი? როგორ მოხდა, რომ ოდესამ, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილმა ოდესელებმა ნახევარი სიტყვიდან ირწმუნეს მისი? რატომ აღმოაჩნდა მას ასე უეცრად ესოდენ მაღალი რეიტინგი უკრაინის მრავალგზის იმედგაცრუებულ მოსახლეობაში?
რადგანაც არავის უკრაინის პოლიტიკოსთაგან ასეთი მხარდაჭერა არა აქვს, ისღა დაგვრჩენია ვივარაუდოთ, რომ ის აკეთებს რაღაც ისეთს, რასაც ვერავინ თუ არავინ მათგან.
ამბობენ, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ მას პოლიტიკური გამარჯვებების შლეიფი მოჰყვება. დიახ, მაგრამ პოლიტიკური დამარცხებებიც ხომ სდევდა,. ამასთან ქართული რეფორმებისშეფასება უკრაინაში გაცილევით დაბალია ვიდრე მისი მხარდაჭერის ახლანდელი დონე.
ამბობენ, რომ საქმე მის პოლიტიკურ წონაშია, მაგრამ, ბატონებო, უცხოელის პოლიტიკური წონა ყოველთვის უფრო დაბალია, ვიდრე საკუთარი, ,,სამამულო“ პოლიტიკოსებისა, რომელთაც სულ ახლახან ჩავლილ არჩევნებში ნდობის ძალიან მაღალი კრედიტები მოიპოვეს.
ამბობენ, რომ საქმე მის მკვეთრ რიტორიკაშია. არც ეს არის ასე. მკვეთრი რიტორიკა არაერთი პოლიტიკოსისგან გვსმენია, მაგრამ ცარიელი რიტორიკისა ბევრს არავის სჯერა.
მაშ, რაშია საქმე?
სააკაშვილი პირდაპირ აპელირებს ხალხის მიმართ. სწორედ იმ ხალხის მიმადრთა, რომელიც გადაღლილია და იმედგაცრუებული. იმ ხალხის მიმართ, რომელმაც ღირსების რევოლუცია განახორციელა, მაგრამ ახლა გრძნობს, რომ გამარჯვებას ჰპარავენ, ასე ვთქვათ, მისი გამარჯვების პრივატიზებას ცდილობენ.
სწორედ იმ ხალხის მიმართ, რომელიც ხელისუფლების ძირითადი წყაროც არის და მოდერნიზაციის მთავარი მომხრეც.
იმ ხალხის მიმართ, რომლის სოციალური ენერგია არ არის გამოყენებული პოლიტიკოსების მიერ. დიახ, შესაძლოა, ეს ხალხი მოსახლეობის მხოლოდ 15 – 20 პროცენტი იყოს, მაგრამ სწორედ მისი აქტიურობაა ყოვლის მიზეზი და რესურსი.
სწორედ ამიტომ არის საააკაშვილის მიმართვებში ესოდენ უხვი აპელაცია მაიდნის მიმართ, იმ მაიდნის მიმართ, რომელიც თითქოს მივიწყებას ეძლევა, აღარ არის ძველებურად პოპულარული და ნელ-ნელა ქრება იმ ადამიანების პოლიტიკური რიტორიკიდანაც კი, ვინც მაიდანმა მოიყვანა ხელისუფლებაში. მაიდანი თითქოს გადაფარა შემდგომმა, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ტრაგიკულმა მოვლენებმა, მით უფრო, რომ იგი დიდად პოლულარული არც ყოფილა აპოლიტიკურ ოდესაში და რომლის გახსენება ბევრს დიდად არ ეპიტნავება და ერცხვინება კიდეც მორიგი იმედგაცრუებების შემდეგ.
სააკაშვილი ერთადერთია, ვინც ხმამაღლა და ყოველდღე ახსენებს მავანთ, რომ მას ზურგს უმაგრებს სოციალური მოკავშირეების უზარმაზარი ძალა, რომელსაც არ შეუძლია არ გაიმარჯვოს, საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ ვისი გვარები ჩაიწერება გამარჯვებულთა სიის სათავეში და როდის დადგება ეს გამარჯვება.
სააკაშვილმა გადაუარა პოლიტიკური ელიტის შიდა შეთანხმებას პოლიტიკური თამაშების დახურულ კლუბში. ასე მოიქცა ის საქართველოში, ასე იქცევა უკრაინაში. მხოლოდ ასე თუ მიიღწევა გამარჯვება, ყველა სხვა შემთხვევაში საზოგადოებრივი რეაქცია პოლიტიკურ თამაშებზე უბრალოდ იქნება: ჭირი თქვენ ყველას და ჯანდაბა!
სააკაშვილმა ახალი, უცნობი ადამიანების გუნდი შემოიკრიბა მხოლოდ და მხოლოდ იმ ნიშნით, რომ მათში იმ ღირებულებებისადმი ერთგულება დაინახა, რომელიც მას ამოძრავებს.
…და მას მიუფურთხებია ამ კლუბში შეთანხმებული წესებისათვის, თუკი ზურგს უკან ასეულობით ათასი ადამიანის ნდობა იგრძნო. და ეს ასეულ ათასობით ადამიანი უყოყმანოდ დადგა მის მხარეს.
სწორედ ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობის შეგრძნებაშია სააკაშვილის ფენომენის საიდუმლო.
ბლოგერი ვალერი პეკარი,
SITE UA