მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერ-მინისტრმა სასჯელაღსრულების მინისტრად კახა კახიშვილი წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა სასჯელაღსრულების მინისტრად კახა კახიშვილი წარადგინა

Published on

დღესვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობაზე კახა კახიშვილი წარადგინა – ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. წარდგენამდე კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყო და ვახტანგ გომელაური ახლად შექმნილი სამსახურის უფროსად დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, სწორედ 1-ელი აგვისტოდან შეუდგა მუშაობას.
კახა კახიშვილი 2014 წლიდან დღემდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილეა. ის ასევე არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ექსპერტთა კლუბის წევრი. 
2012-2014 წლის ოქტომბრამდე ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი. 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...