სტიქია კახეთში

Published on

წუხელ  ამოვარდნილმა ქარმა და დიდმა ნალექმა კახეთის რამდენიმე რაიონი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ახაშენის ხევი ადიდდა და სანიაღვრე არხებმა, რომლებიც დიდი ხანია არ გაწმენდილა,  წყალი ვერ გაატარა.

სოფელ ახაშენში დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, წყალმა  დაფარა სოფელ ახაშენში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალი. მარტო სოფელ სანავარდოში 25 საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა. 

დაზიანებულია სასოფლო – სამეურნეო სავარგულები, დაისეტყვა  ვენახები და საზამთროს ბაღები გურჯაანის, თელავისა და ყვარლის რაიონებში. ოჯახების დიდი რაოდენობა   სარჩოს გარეშე დარჩა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები ლოპოტის მიმდინარე ტერიტორიაზე, სოფელ გავაზში ჩაიხერგა ცენტრთან დამაკავშირებელი გზა

 მიმდინარეობს  გზების გაწმენდითი და დატბორილ სახლებში შევარდნილი წყლის ამოტუმბვითი  სამუშაოები. ზარალს კომისიები ითვლიან. 

 

 

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...