მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსეთისა და საქართველოს მთავრობები თვლიან, რომ ,,არანაირი საზღვარი არ არის გადმოწეული’’

რუსეთისა და საქართველოს მთავრობები თვლიან, რომ ,,არანაირი საზღვარი არ არის გადმოწეული’’

Published on

 

"არანაირი საზღვარი არ არის გადმოწეული. საზღვარი რუსეთ-საქართველოს შორის როკის გვირაბთან გადის. ამას აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა, რუსეთისა და ერთი-ორი ქვეყნის გამოკლებით. რაც შეეხება საოკუპაციო ზოლზე ბანერის დაყენებას, ამის თაობაზე განცხადებები გავაკეთეთ. გვქონდა მწვავე საუბარი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ბატონი ტუსკი იმყოფებოდა. მე შეძლებისდაგვარად პრაღის ფორმატი გამოვიყენე. ეს არის 2008 წლის ტრაგიკული შედეგი, რომელსაც არ უნდა შევეგუოთ,“ – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მთავრობის სხდომის დაწყებამდე  პრემიერმინისტრის სპეციალურიწარმომადგენელირუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტმა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ "გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოხდა საზღვრის გადმოწევა საქართველოს ტერიტორიაზე, არ შეესაბამება სიმართლეს".

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...