მთავარისიახლეებიეკონომიკაელექტროენერგიის ღირებულება წინა ხელისუფლების დროინდელზე მეტად იზრდება - ასე მთავრდება...

ელექტროენერგიის ღირებულება წინა ხელისუფლების დროინდელზე მეტად იზრდება – ასე მთავრდება კოალიცია ,,ქართული ოცნების” ერთერთი წინასაარჩევნო ავანტიურა

Published on

დღეს სემეკი საჯარო სხდომაზე "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს. ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გადაწყვეტილების მიღების ვადა სექტემბრამდე აქვს, თუმცა შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ გადაწყვეტილება დღესვე მიიღოს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის  ვიცეპრემიერ კახი კალაძის თქმით,   თუ სემეკი  ტარიფს გაზრდის,  მთავრობა მოახდენს სუბსიდირებას შესაძლებლობის ფარგლებში ისე, რიომ  არც ბიუჯეტი  დაზარალდეს და არც მომხმარებელს დააწვეს დიდი ტვირთი.

 ,,ჩვენ ვერ დავუშვებთ  ბიუჯეტის დაზიანებას, რადგან ეს  ისევ ჩვენს მოსახლეობაზე და ქვეყნის განვითარებაზე აისახება.“ -განაცხადა კახი კალაძემ.

კალაძე არ აღიარებს, რომ ელექტროენერგიის საფასურის შემცირება გაუაზრებელი და პოპულისტური ნაბიჯი იყო, არადა,  ახალი ხელისუფლება  თავისივე წინასაარჩევნო ლოზუნგების მძევალი აღმოჩნდა და ის ტოტი მოჭრა, რომელზედაც ენერგოსისტემის გამართული მუშაობა იყო დამყარებული. მინისტრის  თქმით, ენერგოკომპანიებს დოლარის გამყარებამ მიაყენა დარტყმა. ჯერჯერობით ვერც კალაძე და ვერც ეკონომიკური ექსპერტები საუბრობენ, თუ რამდენი თეთრით გაიზრდება ელექტროენერგიის ღირებულება ღირებულება, თუმცა ყველა თანხმდება იმაში, რომ  ღირებულების გაზრდა გარდაუვალია –  ტარიფის მატება აუცილებელია, რათა ენერგოსისტემის გამართულად მუშაობას საფრთხე არ შეექმნას.

„თუ არ  მოხდა ტარიფის გაზრდა,  საუკეთესი  შემთხვევაში ელექტროენერგია მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდება, უარეს  შემთხვევაში კი –  შუქის გარეშე დავრჩებით“-აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი. 

ექსპერტი  დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ტარიფის მომატებას ცუდი შედეგები მოყვება.

„ეს არის მთავრობის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, არავინ დამიწყოს საუბარი, რომ სემეკი დამოუკიდებელია და კანონის ფარგლებში მოქმედებს, არაფერსაც არ მოქმედებს. შედეგი იქნება ცუდი, ისედაც მწირ ეკონომიკაში, როდესაც ამ კუთხით ისედაც პრობლემებია, და 2 %-იანი ეკონომიკური ზრდაც კი ძალიან დიდი იქნება, ეს გადაწყვეტილება კი კიდევ უფრო მეტად შეკუმშავს ეკონომიკას,“- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ენერგო-პრო ჯორჯიამ" სემეკს წერილობით მიმართა და ელექტროენერგიაზე  ღირებულების 4,8 თეთრით მომატება ითხოვა. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თბილისისა და კახეთის გარდა, ყველა სხვა რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა გაზრდილით ტარიფით მოუწევს.

ასე მთავრდება კოალიცია  ,,ქართული ოცნების''  ერთერთი წინასაარჩევნო  ავანტიურა . 

 

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...