მთავარისიახლეებიკონფლიქტებიევროკავშირი ოკუპირებულ ტერიტორიასთან პირობითი საზღვრის გადმოწევას ეხმაურება

ევროკავშირი ოკუპირებულ ტერიტორიასთან პირობითი საზღვრის გადმოწევას ეხმაურება

Published on

 

10:04 16-07-2015

,ევროკავშირი და მისი სადამკვირვებლო მისია ყურადღებით ადევნებს თვალყურს სიტუაციას. დაძაბულობის შემცირების მიზნით, ჩვენ თავშეკავებისა და არსებული- ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოყენებისკენ მოვუწოდებთ.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", – ასე ეხმაურება ევროკავშირი  რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ახალგორის რაიონის  სოფელ ორჭოსანსა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბარიერების უკანონოდ აღმართვას.

 
განცხადების თანახმად, ადმინისტრაციულ საზღვართან ახალი სადემარკაციო ნიშნების აღმართვამ რეგიონში დაძაბულობა გამოიწვია, რასაც ნეგატიური გავლენა ექნება ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ საცხოვრებელ პირობებსა და გადაადგილების თავისუფლებაზე. 

თავიდან უნდა იქნას აცილებული  ნებისმიერი მსგავსი პროვოკაციული ქმედება, რომელიც აფერხებს ვითარების სტაბილიზაციაზე  მიმართულ ძალისხმევას.- ნათქვამია გაცხადებაში 

შეგაახსენებთ, რომ 11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა 10 ათასი ჰექტარი მიწა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მონაკვეთი.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...