ვის უხმობს ზარი?

Published on

ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყის გრძნობით  ეგებება  თავის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს –  დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც  239 – ე წელია  აღინიშნება  დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების დღეს –  4 ივლისს.  

 სწორედ ამ დღეს, 1776 წელს ამ დღეს, მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო  დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რიტაც დასრულდა  დიდი ბრიტანეთის ბატონობა  ჩრდილოეთ ამერიკის 13 ყოფილი კოლონიაში და იშვა  ახალი სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის ბურჯად იქცა მთელ მსოფლიოში.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის მთავარი  ავტორი თომას ჯეფერსონია, დეკლარაციაზე ასევე მუშაობდნენ გამორჩეული ისტორიული ფიგურები ჯონ ადამსი და ბენჯამენ ფრანკლინი,  რომელნიც  არა მხოლოდ ამერიკელებისათვის იქცნენ თავისუფლების სიმბოლოდ.

დეკლარაციის ტექსტი პირველად   6 ივლისს გამოქვეყნდა გაზეთში, ხოლო . 8 ივლისს ასევე პირველად იქნა წაკითხული ფილადელფიის ცენტრალურ მოედანზე.  ამ დღეს ქალაქში ტრადიციულ ბაზრობაზე მისული ამერიკელებისთვის დაირეკა თავისუფლების ზარი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით –  ლეგენდის მიხედვით, სწორედ ზარმა უხმო  მოქალაქეებს მოედანზე , სადაც თავისუფლების დეკლარაციის ტექსტი უნდა  მოესმინათ. აქედან მოდის  ლეგენდა  ამერიკის ეროვნულ სიწმინდედ ქცეულ „თავისუფლების ზარზე“, რომელიც თავისუფლებისაკენ უხმობს ადამიანებს, ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში და მათ შორის ჩვენს სამშობლოშიც, რომელიც დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის იბრძვის.

დღევანდელ დღეს, აშშ–ის ქალაქებში, ყველა დასახლებულ პუნქტში დილიდან გვიან ღამემდე იმართება აღლუმები და ფეიერვერკები. ყველაზე გრანდიოზული პიროტექნიკური შოუ, ტრადიციულად, ნიუ–იორკში ეწყობა  ათეულ ათასობით ადამიანის თანდასწრებით.  დღესასწაული მასობრივად აღინიშნება ოჯახური პიკნიკებით და უფრო ფართო თავყრილობებით, ამ მხრივ მას შობა,აღდგომა, მადლიერები დღე  თუ შეედრება.

 ამერიკელებს სხვადასხვა  შტატში ამ დღის აღნიშვნის საერთო ეროვნულთან ერთად  საკუთარი, განსაკუთრებული ტრადიციებიც აქვთ.  ალიასკას შტატში, ქალაქ სიუარდში ადგილობრივები  ლაშქრობას აწყობენ მაუნთ–მარათონის მთებში , პენსილვანიაში, ქალაქ ლიტიტცში სანთლების ფესტივალი იმართება, ნებრასკას შტატში, ქალაქ ტეკუმსში სასამართლოს შენობასთან, რამდენიმე ასეულ დროშას გამოფენენ, იმ ადგილობრივი მკვიდრების პატივსაცემად, ვინც ამ დროისათვის ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში მსახურობს. უფრო ადრე მისისიპის გასწვრივ, ორივე ნაპირზე ანთებდნენ კოცონებს, რომლებიც გათენებამდე არ ქრებოდა.

ეს დღე  საზეიმოა არამხოლოდ ამერიკელებისთვის, არამედ ყველასთვის,  ვისაც  თავისუფლების ზარი უხმობს.  

 

 

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...