მთავარისიახლეებიმსოფლიოდარჩება თუ არა საბერძნეთი ევროზონაში ხვალ გადაწყდება

დარჩება თუ არა საბერძნეთი ევროზონაში ხვალ გადაწყდება

Published on

 

 ხვალ,  5 ივლისს, საბერძნეთში რეფერენდუმი ტარდება.  საბერძნეთის პრემიერის ალექსის ციპრასის ინიცირებით თავად მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ,  როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება ქვეყანას. ხვალ გადაწყდება  ხმას მისცემს თუ უარყოფს საბერძნეთის მოსახლეობა კრედიტორების – ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთავაზებას   ქვეყანაში დაუყოვნებლივ გატარდეს ეკონომიკური რეფორმები სესხის რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ (საბერძნეთს  კრედიტორების მიმართ 317 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი აქვს).

რეფერენდუმის შედეგებზეა დამოკიდებული, მოუწევს თუ არა საბერძნეთს  ევროზონის დატოვება, რადგან ეს უსათუოდ მოხდება, თუ ქვეყანამ ხარჯვით პოლიტიკას არ გადახედა და  ვერ მიიღო ახალი კრედიტი, რის გარეშეც 30 ივნისს გადასახდელ 1.5 მილიარდიან ვალს ვერ გადაიხდის.

 საბერძნეთში მოსახლეობის აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი, დღეს ორივე მხარის წარმომადგენლებმა ათენში თავიანთი განსხვავებული პოზიციების გამოსახატავად მრავალათასიანი მიტინგები გამართეს და საქმე მცირე შეტაკებამდეც მივიდა.

 ევროპაში  კი რეფერენდუმის წინ თავშეკავებული განცხადებები კეთდება. ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან კლოდ იუნკერს კიდევ ერთხელ მოუწია განმარტებების გაკეთება – როგორ იმოქმედებს საბერძნეთის მიმართ ევროპა, თუ საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები ევროზონის პოზიციისგან განსხვავებული იქნება. იუნკერი ამბობს, რომ რეფერენდუმის  ასეთი შედეგი დიდად პრობლემური  იქნება.

ევროპელი ექსპერტები  საბერძნეთში დანიშნული რეფერენდუმის კანონიერებაზეც ალაპარაკდნენ. მათი მტკიცებით, რეფერენდუმი კანონის მიხედვით არალეგალურია, თუმცა მაინც მასზე იქნება დამოკიდებული ევროკავშირის შემდეგი ქმედებები.

„სიტუაცია ძალიან ჰგავს ყირიმს, სადაც ორ დღეში ჩაატარეს რეფერენდუმი უკრაინიდან გამოყოფის საკითხზე. ამიტომ ჩემი აზრით, ეს სიტუაცია უპირველეს ყოვლისა ძალიან სახიფათოა საბერძნეთისთვის. იმედი გვაქვს, რომ ბერძენი ხალხი გამოიჩენს პასუხისმგებლობას“, – აცხადებს ევროპელი ექსპერტი ოლენა კრავჩენკო.

ევროპელი ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ თუკი ბერძენი ხალხი ხმას მისცემს ევროზონაში დარჩენას და კრედიტორებთან ურთიერთობას, მაშინ საბერძნეთის პრემიერი ალექსი ციპრასი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...