მთავარისიახლეებიპოლიტიკადასრულდა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

დასრულდა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

Published on

დასრულდა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. მოლაპარაკებებში მონაწილე საქართველოს დელეგაციის შეფასებით, მოლაპარაკებები ონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართა. სრულად იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოდან მიმოიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი უსაფრთხოების სიტუაცია. კერძოდ, ე.წ. ხელშეკრულებების გავლენა ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობაზე. ხაზიგაესვა, რომ ახალი, ე.წ. სექტორალური შეთანხმებების დადება სხვადასხვა სფეროებში წარმოადგენ სრუსეთის მიერ მცოცავი ანექსიის მკაფიო მტკიცებულებას. 
ითქვა , რომ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და რისკის ქვეშ აყენებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. 
მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს რუსეთის უკანონო წვრთნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები რუსეთის მხრიდან. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, აიღოს იურიდიული ძალის მქონე ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანმხებით აღებული ვალდებულებები. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის საკითხი. 
მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში  ხანგრძლივი დისკუსიის საგანი გახდა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვის პრობლემატიკი სირგვლივ. საქართველოს დელეგაციის და ასევე თანამოდერატორების მხრიდანაც ხაზი გაესვა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების  შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. 
შედგა იძულებით გადაადგილებულ პირთა და     ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის არსებითი განხილვა. სამუშაო ჯგუფს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა მოახსენა ორგანიზაციის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის ჩატარებულიგამოკითხვის შესახებ, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს დევნილთა სურვილს  ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლებში
მონაწილეებმა საქართველოდანკიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მოლაპარაკებების კონსტრუქციულად გაგრძელებისა   და კონკრეტული ჰუმანტარული პროექტების განხორციელებისათვის   ადგილობრივიმოსახლეობის სასიცოცხლო პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით.

ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებების მორიგი 33-ე რაუნდი  6-7 ოქტომბერს გაიმართება. 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...