მთავარისიახლეებიკონფლიქტებიჟენევის მოლაპარაკებები: რუსეთს აშფოთებს ქართული მხარის მოხსენება, რომელიც ნათელს...

ჟენევის მოლაპარაკებები: რუსეთს აშფოთებს ქართული მხარის მოხსენება, რომელიც ნათელს ჰფენს ვითარებას რეგიონში

Published on

დღეს შვეიცარიაში დაიწყო  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რიგით 32 რაუნდის მთავარი შეხვედრა, რომლის ძირითადი თემებია  უსაფრთხოება და რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა მდგომარეობა და არსებული ვითარება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულებებთან კონტექსტში.  .

გუშინ, მოლაპარაკებების პირველ დღეს გაიმართა ორმხრივი შეხვედრები დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან.ამერიკულმა მხარემ დააფიქსირა პოზიცია, რომ მათთვის არალეგიტიმურია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტი.

ჟენევის თანათავმჯდომარეებმა კი იმედი გამოთქვეს, რომ მხარეებთა შორის დიალოგი კონსტრუქციულად წარმიმართება და მოლაპარკებები შედეგიანი იქნება.

 დღეს, მოლაპარაკებების დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისიტროს მიერ მომზადებულ მოხსენებასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა:

„ყურადღება მიიქცია  ტონალობამ, რომელიც ასახულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ მოხსენებაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების შესახებ. მოხსენება ისეა შედგენილი, რომ მასში მარტივად იკითხება რევანშიზმის იდეებისკენ დაბრუნება და ამ თემაზე ჩვენ დღეს აუცილებლად ვისაუბრებთ. ბრძოლისებრი არგუმენტებით საუბარი სამხრეთ კავკასიაში ახლა საერთოდ არ არის საჭირო და ეს უნდა ესმოდეთ თბილისშიც, სოხუმშიც და ცხინვალშიც. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ და გამოვნახოთ ურთიერთობის გარკვეული ფორმები იმისთვის რომ მოვაგვაროთ არსებული პრობლემები და 2008 წლის აგვისტოში წარმოქმნილი საკითხები ძალის გარეშე გადავჭრათ,“ – განაცხადა გრიგორი კარასინმა.  დიპლომატმა აღნიშნა, რომ მას აშფოთებს ის ფაქტი, რომ ამ მოხსენებაში აისახება საომარი ელემენტები.

გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა.

მან აღნიშნა, რომ  მოხსენებაში არანაირი საომარი რიტორიკა არ არის, და თუ კი რუსეთს აშფოთებს ეს მოხსნება, ძალიან კარგია. „ეს არის იურისტების მიერ გაკეთებული დოკუმენტი და მასში  ასახული ადამიანის უფლებებისმდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მართლაც შემაშფოთებელი უნდა იყოს, თუმცა სინამდვილეში  რუსეთს  სხვა რამ აშფოთებს- ჩვენს მიერ მომზადებული ეს დოკუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრივ აღქმული იქნა, როგორც სიმართლე, რომელიც ნათელს ჰფენს რეგიონში ვითარებას,“ – განაცხადა დავით დონდუამ. 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...