მთავარისიახლეებიუკრაინაუკრაინაში დაღუპული კოტე ლაშხია სოხუმელია

უკრაინაში დაღუპული კოტე ლაშხია სოხუმელია

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველი მებრძოლის კოსტანტინე (კოკა) ლაშხიას დაღუპვის ფაქტს ეხმაურება  : ქართველი ოფიცერი, მარიუპოლის მცველი კოტე ლაშხია ასეულობით ქართველთან ერთად იბრძოდა უკრაინის დასაცავად, ისინი აქ ჩვენი საერთო მომავლის დასაცავად ჩამოვიდნენ. მე პირადად ვიცნობდი კოტე ლაშხიას.   ძალიან ვწუხვარ…– წერს მიხეილ სააკაშვილი.

კოტე ლაშხია სოხუმელია. როგორც ირკვევა, იგი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა ( ზღვაში დაიხრჩო). მას თანამებრძოლები კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ ცოცხალი იყო, ან ტყვედ იყო აყვანილი, თუმცა, გუშინ მისი  ცხედარი  აზოვის ზღვაში იპოვეს. 

,,კოკა დედისერთა იყო, ოჯახი რუსთავში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი ვაჟიშვილი დარჩა. იგი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა აქციაში ღებულობდა მონაწილეობას, ბოლოს კი უკრაინაში წასვლა გადაწყვიტა და წავიდა კიდეც…'' – წერენ მისი მეგობრები

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...