მთავარისიახლეებისპორტიbiletebi.ge-მ სუპერთასის ბილეთების გაყიდვა განაახლა

biletebi.ge-მ სუპერთასის ბილეთების გაყიდვა განაახლა

Published on

biletebi.ge-მ სუპერთასის ბილეთების გაყიდვა განაახლა  მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ინფორმაცია საიტის პროცესიდან გამოთიშვის შესახებ.

biletebi.ge-ი გაყიდის მხოლოდ 4 ათას 300 ბილეთს. ბილეთების ეს რაოდენობა გათვალისწინებული იყო მხოლოდ უცხოელი მაყურებლისთვის, თუმცა ახლა მისი ყიდვა ქართველ მომხმარებელსაც შეუძლია. უკვე გაყიდულია 200-მდე ბილეთი. დანარჩენი 22 ათასი ბილეთი სალაროებში გაიყიდება. 

უახლოეს საათებში   ფეხბურთის ფედერაციასა და უეფას შორის  ვიდეო კონფერენცია უნდა გაიმართოს. ქართული მხარე სავარაუდოდ სუპერთასის ფინალთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებში ჩართვას მოითხოვს. სალაროებში გასაყიდი ბილეთების ბეჭდვის პროცესი ჯერ არ დაწყებულა.ეს პროცესი დღეიდან უნდა დაიწყოს.

სუპერთასის ფინალური მატჩის ბილეთების ინტერნეტის მეშვეობით ვერგაყიდვის გამო შესაძლოა, საქართველომ UEFA-გან შენიშვნა ან სულაც სანქცია მიიღოს. 

როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა  ზვიად სიჭინავამ გუსინ განაცხადა,  პირველად ხდება, როდესაც UEFA ასეთი დონის შეხვედრის ბილეთების სალაროებში გაყიდის. 

"საქმე პროფესიონალმა უნდა გააკეთოს. 6 წლის გამოცდილება არ აღმოჩნდა საკმარისი. თითის დაქნევა იქნება UEFA-გან. ცუდი რაღაც შეიძლება ამ პრობლემამ გამოიღოს. UEFA -ს ასეთი დონის მატჩის ბილეთები სალაროში არასდროს არ გაუყიდია. ამ ყველაფრის გამო ისტორიაში ნამდვილად შევედით," – განაცხადა მან.  

ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, აიცდენს თუ არა საქართველო სანქციებს და, რაც მთავარია, ოდნავ მაინც დაცხრება ქართველი გულშემატკივრის დასაბუთებული აღშფოთება, თუკი biletebi.ge დღეს მაინც შეძლებს ნაწილობრივ მოაგვაროს პრობლემა. 

 

 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....