მოსალოდნელი დეფოლტის შიშით ხალხი საბერძნეთში ბანკომატებს მიაწყდა

0
601

ბერძნებს ბანკომატებზე იერიში მიაქვთ, ოპოზიცია ციპრასის გადადგომას ითხოვს

საბერძნეთს ხვალ ეწურება  კრედიტორებისმიმართდავალიანების დაფარვის ვადა – მას 317 მილიარდიევროსმოცულობისვალიაქვს. ევროპისცენტრალურიბანკიდასაერთაშორისოსავალუტოფონდი თანახმაარიან სესხის რესტრუქტურიზაციაზე, თუკისაბერძნეთიდაუყოვნებლივგაატარებსეკონომიკურრეფორმებს, რაზეცსაბერძნეთისმმართველიპარტიასირიზაეწინააღმდეგება.

თუ ათენი ვერ მიიღებს დაბლოკილ ბოლო ტრანშს – 7,2 მილიარდ ევროს ფინანსური დახმარების მეორე პაკეტიდან, საბერძნეთს ემუქრება დეფოლტი, რის შემდეგაც შეიძლება დაიწყოს ევროზონიდან მისი გასვლის პროცესი.

Deutsche Welle-სცნობით, საბერძეთში ორი დღეა უზარმაზარი რიგები დგას ბანკომატებთან, რომელთა უმრავლესობა დაცარიელებულია, ხალხი განუწყვეტლივ ურეკავს და აფრთხილებს ერთმანეთს სასწრაფოდ მოხსნან ფული  ანგარიშებიდან,  თუმცა საბერძნეთის მედიის ცნობით, ეს პროცესი მხოლოდ გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა – ივნისის შუა რიცხვებიდან გატანილია 4 მილიარდი ევრო, ბერძენთა ერთი ნაწილი ქვეყნიდან გადის. 

ბანკომატებს შეესივნენ დეპუტატებიც, თუმცა ქვეყნის თადაცვის მონისტრი პანოს კამენოსი აცხადებს, რომ მოქალაქეებისთვის საშიში არაფერია  – ბანკები არ დაიხურება, ბანკომატებში ფული ჩაიდება და  ცუდი პროგნოზები და მოლოდინები ხელოვნურად არის დრამატიზებული და გაზვიადებული.

კამენოსმა , რომელიც მმართველ კოალიციაში შემავალი მემარჯვენე პოპულისტური პარტიის ,,დამოუკიდებელი ბერძნების“ ლიდერია,  მოუწოდა ყველა პარტიას მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმში და ხმა მისცენ კრედიტორთა მოთხოვნების წინააღმდეგ. გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის  მინისტრმა,  პანაიოტის ლაფანაზისმა,  კოალიცია სირიზა– ში მემარცხენე შიდაპარტიული ოპოზიციის ლიდერმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას წინ აღუდგნენ კრედიტორების მოთხოვნებს : ,,ყველა ბერძებმა უნდა თქვას – არა!“ – განაცხადა მან.

საბერძნეთის ოპოზიცია გადადგომისკენ მოუწოდებს ციპრასს. როიტერის ცნობით, სრულიად საბერძნეთის სოციალისტური მოძრაობის ლიდერმა ფოფი გენიმატამ განაცხადა, რომ ციპრასი უნდა გადადგეს, რადგან არა აქვს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღების უნარი, და საშუალება მისცეს მოქალაქეებს  ხმა მისცენ თავის მომავალს რიგგარეშე არჩევნებზე.

საბერძნეთის პროევროპული პარტიის ,,ტო პოტამის“ ლიდერი სტავროს თეოდორაკისი ამტკიცებს,  რომ ციპრასმა და კამენოსმა გადაწყვიტეს სათავეში ჩაუდგნენ ლობისტურ მოძრაობას ეროვნული ვალუტის დრაჰმას  დაბრუნებისთვის, რომ ქვეყანა გაიყვანონ ევროკავშირიდან. ,,ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს და ვიბრძოლოთ ძლიერი საბერძნეთისთვის ევროპის გულში ‘’– აცხადებს იგი.

,,ციპრასი გვთავაზობს პარტნიორებთან კავშირის გაწყვეტას და ევროზონიდან გასვლას’’ – ამბობს ყოფილი პრემიერ – მინისტრი ანტონ სამარასიც.  

თავის მხრივ საბერძნეთის პრემიერ–მინისტრი ციპრასი ღიად აცხადებს, რომ,  თუკი საბერძნეთი ევროპის ცენტრალური ბანკთან,  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ევროკომისიასთან შეთანხმებას მიაღწევს რეფორმების საკითხში, ქვეყანაში 5 ივლისს ჩატარდება რეფერენდუმი საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნების შესახებ. მან აგრეთვე ,,გამომძალველობითი ულტიმატუმი ‘’ უწოდა კრედიტორების წინადადებას და საბერძნეთის მოსახლეობას მოუწოდა ,, გადაჭრით, მაგრამ ზედმეტი მღელვარების გარეშე გასცეს პასუხი ავტორიტარიზმსა და მკაცრი ეკონომიის დაუნდობელ  პოლიტიკას’’. 

წინა სტატია„ზუგდიდის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა – მიღწევები და გამოწვევები“- შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
შემდეგი სტატიაკალიების შემოსევა რუსეთში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური