მთავარისიახლეებიმსოფლიოკალიების შემოსევა რუსეთში

კალიების შემოსევა რუსეთში

Published on

 რუსეთის ,,პირველი არხის" ცნობით , ჯერ ხაკასიასა და ბურიატიაში მომხდარი მასშტაბური ბუნებრივი ხანძრების, ხოლო შემდეგ  სოჭის წყალდიდობის შემდეგ რუსეთს მორიგმა ,,ეგვიპტურმა წყევლამ" უწია – ქვეყნის სამხრეთ რეგიონებს მილიარდობით კალია შეესია და გზადაგზა ანადგურებს როგორც ნათესებსა და   მწვანე ნარგაობას, ისე თავს ესხმის ადამიანებსაც.  განსაკუთრებიღ დაზარალდნენ ორენბურგის ოლქი და სტავროპოლის მხარე, აგრეთვე ბაშკირეთის რესპუბლიკა. სამივე რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საშიშროება ემუქრება ჩეჩნეთსაც.   

ორენბურგსა და ბაშკირეთში კალიამ  გაანადგურა ხორბლისა და სხვა სასოფლო –სამეურნეო კულტურების ნათესები ათასობით ჰექტარზე. მავნებლის ლიკვიდაციისათვის ამოქმედებულია სასოფლო – სამეურნეო ავიაციაც კი, მაგრამ ასეთ მასშტაბურ შემოსევასთან  გამკლავება ვერ ხერხდება. სხვათა შორის ნათესების დამუშავება თვითმფრინავებიდან ინსექტიციდების დასხურებით ხდება, მაგრამ ეს სპობს არამარტო მწერებს, არამედ ნათესებსაც, ასე მაგალითად, დათავთავებული ხორბლიდან მხოლოდ ღეროები რჩება, ხოლო ის რისი გამოტაცებაც მავნებელთაგან ამ მეთოდით ხერხდება, საკვებად  უვარგისია შხამქიმიკატების განგრძობითი მოქმედების გამო. 

,,თუ ქვეყნის ძირითად სასოფლო – სამეურნეო რეგიონებში შექმნილ ამ სავალალო სიტუაციაში გარდატეხის შეტანა უსწრაფესად ვერ მოხერხდა, რუსეთს შემოდგომაზე სერიოზული პრობლემები ელის  – საკვები პროდუქტების უკმარისობა და შიმშილობაც კი'' – იუწყება რუსეთის პირველი არხი. 

საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთსა  და სამეგრელოში   კალიების უჩვეულო მომრავლება ამ ეტაპზე არ შეინიშნება, თუმცა რუსეთთან, სტავროპოლის მხარესთან   სახიფათო მეზობლობა არც ამ თვალსაზრისით   გვიქადის კარგს, თუ მას მომზადებულნი არ დავხვდით

სიახლეები

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...